შინაარსზე გადასვლა

ხერხთევზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Pristis)
ხერხთევზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  თევზები
ლათინური სახელი
Pristis
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ხერხთევზა (ლათ. Pristis) — დინგხერხიანი სკაროსების ოჯახის ერთადერთი გვარი. აქვთ მეტად წაგრძელებული და გაბრტყელებული დინგი, რომლის ორივე მხარეზე კბილისმაგვარი გამონაზარდებია. ლაყუჩის ხვრელები განლაგებული აქვთ თავის ქვედა მხარეზე. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებულია ყველა ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგჯერ მდინარეებშიც შედიან. იკვებებიან თევზებითა და უხერხემლო ცხოველებით. კვერცხცოცხლადმშობები არიან; შობენ 15-20 ლიფსიტას. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ხერხთევზა (ლათ. pristis pectinatus), რომლის სიგრძე 4,8 მ-მდე, მასა 2 ტონამდე აღწევს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არა აქვთ. ადამიანისთვის საშიში არ არის.

ლიტერატურა