Procol Harum (ალბომი)
Procol Harum | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:Procol Harum first album.png | ||||
studio — | ||||
გამოცემის თარიღი | სექტემბერი 1967 | |||
ჩაიწერა | ივნისი, 1967 | |||
სტუდია | Olympic Studios, ლონდონი, ინგლისი | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||
ლეიბლი | Regal Zonophone | |||
პროდიუსერი | დენი კორდელი | |||
Procol Harum — ქრონოლოგია | ||||
Procol Harum — ინგლისური როკ-ჯგუფ Procol Harum-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოიცა 1967 წლის სექტემბერში, ლეიბლ Regal Zonophone-ზე, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა წარმატებას მიაღწია სინგლით „A Whiter Shade of Pale“. ეს სიმღერა არ არის შეტანილი ალბომის ორიგინალურ გამოცემაში, მაგრამ მოხვდა მის აშშ-ის ვერსიაში. შექმნაყველა სიმღერის ავტორებად თავდაპირველად მითითებულები იყვნენ გერი ბრუკერი (მუსიკა) და კით რაიდი (ტექსტი), ხოლო „Repent Walpurgis“-ის ავტორად მითითებული იყო მეთიუ ფიშერი (კომპოზიციაში გამოიყენება ფრანგი ორგანისტ შარლ-მარი ვიდორის და ბახის ნაწარმოებების ინტერპრეტაციები). 2005 წელს ფიშერმა უჩივლა[1] ბრუკერს და მის გამომცემელს, ამტკიცებდა რა, რომ „A Whiter Shade of Pale“-ის ავტორი თავად იყო. 2009 წლის 30 ივლისს მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. 2006 წელს სხვა სასამართლომაც განაჩენი მის სასიკეთოდ გამოიტანა და მიანიჭა თანაავტორობის უფლება. 2008 წელს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება და ფიშერი მხოლოდ თანაავტორად დატოვა, საავტორო ჰონორარის მიღების უფლების გარეშე. სააპელაციო სასამართლო ამტკიცებდა, რომ ფიშერი ძალიან დიდი ხანი ელოდა სარჩელის შეტანას. თუმცა, ლორდთა პალატამ განაცხადა, რომ ასეთ საქმეებში არ არსებობდა განსაზღვრული ვადები. ლორდი დევიდ ნოიბერგერი, ებოტსბერიდან, აცხადებდა: „ფიშერის წვლილი იყო მნიშვნელოვანი და, განსაკუთრებით პირველი რვა ტაქტი ნაშრომის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს...“.[2][3] Procol Harum-ის სიმღერების ტექსტების ავტორი კით რაიდი Songfacts-თან საუბარში ამბობს, რომ „Conquistador“-ის მუსიკა დაიწერა ტექსტამდე. იგი ამატებს, რომ ეს იყო გამონაკლისი, ვინაიდან ჯგუფის სიმღერებში 100-დან 99-ისთვის ჯერ ტექსტი იწერებოდა, შემდეგ კი — მუსიკა.[4] სიმღერა „Salad Days (Are Here Again)“ მითითებულია, როგორც კომპოზიცია ფილმიდან „გაყრა“ გამოცემაProcol Harum გამოვიდა 1967 წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალარხიან მაგნიტოფონზე იწერებოდა, თავდაპირველად ბრიტანეთში გამოვიდა მონო ვერსია, ხოლო აშშ-ში - სტერეო ჩანაწერი, მიღებული მონოს გამრავლებით და არხებს შორის გადანაწილებით. მიუხედავად ხანგრძლივი ძიებისა, მრავალარხიანი ვერსია არ იქნა აღმოჩენილი. ამრიგად, ორიგინალური 10 სიმღერის სტერეო მიქსის მიღება შეუძლებელია. თუმცა, სხვადასხვა ალტერნატიული დუბლი, ნამდვილი სტერეო ჟღერადობით, შეტანილია CD-ში. ალბომი რამდენიმეჯერ გამოიცა ხელახალი სახით. ასეთ გამოცემებს შორის აღსანიშნავია Procol Harum...Plus!, 1998 წლის CD კომპილაცია, ლეიბლზე Westside, ყველა სიმღერით Deram-ის და Regal Zonophone-ის ვერსიებიდან. ამას ემატება „Homburg“, ჯგუფის მეორე სინგლი და ამ პერიოდის ცხრა დამატებითი სიმღერა. 2003 წელს Classic Records-მა გამოსცა მონო გრამფირფიტა, სიმღერების განსხვავებული სიით. „Homburg“ იყო ამ სიაში რიგით პირველი, ხოლო „A Whiter Shade of Pale“ და „Good Captain Clack“ საერთოდ ამოიღეს. გამოცემას ახლავს „A Whiter Shade of Pale“-ის დამატებითი სინგლები მონო და ალტერნატიულ სტერეო ვერსიებში. 2009 წელს Salvo Records-მა გამოსცა ალბომის რემასტერი, რომელიც ეფუძნება ორიგინალურ მონო ფირებს. გამოცემას ახლავს „A Whiter Shade of Pale“, „Homburg“, b-მხარეები და ალტერნატიული სტერეო დუბლები. თუმცა, ზოგიერთი მათგანი განსხვავებულ სიჩქარეზე სრულდება. 2015 წელს გამოცემული Cherry Red Records-ის რემასტერი წარმოადგენს ორდისკიან გამოცემას. შეფასებაScript error: No such module "Music ratings". ალბომის რეტროსპექტულ მიმოხილვაში ბრიუს ედერი (AllMusic) წერს: „აქ ყველაფერი არ არის რიგში, მაგრამ უკეთესია, ვიდრე ფსიქოდელიური ან პროგრესული როკის ბევრი სხვა ნიმუში.“ სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted აშშ გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მნიშვნელობაალბომი შეტანილია Classic Rock-ის სიაში „50 ალბომი, რომელმაც შექმნა პროგ როკი“.[5] Procol Harum აგრეთვე შეტანილია Rolling Stone-ის 1967 წლის 40 რჩეული ალბომის სიაში.[6] პერსონალი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Procol Harum-ის ალბომები
- 1967 წლის სადებიუტო ალბომები
- Deram Records-ის ალბომები
- Regal Zonophone Records-ის ალბომები
- A&M Records-ის ალბომები
- Polydor Records-ის ალბომები
- Repertoire Records-ის ალბომები
- RCA Records-ის ალბომები
- ალბომები დენი კორდელის პროდიუსერობით