ფრთალაპოტიანები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Sialidae)
ფრთალაპოტიანები (ლათ. Sialidae) — მწერების ოჯახი დიდფრთიანების რიგისა. ნაკლებად მოძრავი, მუქი ფერის მწერებია. ოჯახში 30-მდე სახეობაა. ფრთალაპოტიანები წყლის ახლოს ცხოვრობენ. სხეულის სიგრძე 20-40 მმ აღწევს. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ფრთალაპოტა (ლათ. Sialis lutaria), რომლის სიგრძე 12 მმ აღწევს. შავფრთიანი მწერია. ბინადრობს ტბების, გუბურებისა და წყალსატევების ფსკერზე. ზოგან მასობრივად გვხვდება. ფრთალაპოტიანები თევზების საკვებია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 400.