პინგვინისნაირნი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Sphenisciformes)
პინგვინისნაირნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Falkland Islands Penguins 36.jpg სამეფო პინგვინები | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Sphenisciformes Sharpe, 1891 | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||
პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს — პინგვინისებრნს (ლათ. Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 64.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისახეობებს აქვს ინფორმაცია თემაზე
|