"Survival" — ამერიკელი რეპერ ემინემის სიმღერა. იგი პირველად მიიღეს მომხმარებლებმა, რომლებმაც თამაში Call of Duty: Ghosts წინასწარ შეუკვეთეს.[3] სიმღერაში ჟღერს The New Royales-ის ლიზ როდრიგესის ვოკალი. 2013 წლის 14 აგვისტოს შედგა სიმღერის პრემიერა, რომელიც მიზნად ისახავდა Call of Duty: Ghosts-ის რეკლამას.[4][5][6][7] სიმღერა გამოიცა ალბომის The Marshall Mathers LP 2 მეორე სინგლის სახით, 2013 წლის 8 ოქტომბერს.