Talk (Yes-ის ალბომი)
Talk | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Yestalk.jpeg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 21 მარტი 1994 | |||||||||||
ჩაიწერა | 1993, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი | Victory | |||||||||||
პროდიუსერი | ტრევორ რებინი | |||||||||||
Yes — ქრონოლოგია | ||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Talk — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 21 მარტს. დისკი გამოსცა ლეიბლმა Victory. ალბომი აღსანიშნავია იმით, რომ მასზე უკანასკნელად ჯგუფის ისტორიაში მუშაობდნენ ტრევორ რებინი და ტონი კეი. ისტორიაალბომის Union მხარდასაჭერი ტურნეს შემდეგ ჯგუფის რვაკაციანი შემადგენლობა დატოვა სამმა მუსიკოსმა. ესენი იყვნენ სტივ ჰაუ, რიკ უეიკმენი და ბილ ბრუფორდი. უეიკმენი აპირებდა კოლექტივში დარჩენას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტთან კონფლიქტებმა ამაში ხელი შეუშალა. დარჩნენ: ჯონ ანდერსონი, კრის სკუაირი, ტრევორ რებინი, ტონი კეი და ალან უაიტი. რებინი ხელმძღვანელობდა ახალ შემადგენლობას და ეცადა 1990-იან წლებში ჯგუფში გიტარაზე ორიენტირებული ჟღერადობა შეექმნა. ამისათვის იგი ცდილობდა, ეკონტროლებინა ყველა სიმღერის შექმნის პროცესი. მან კრის სკუაირის ბას-გიტარის პარტიებსაც საკუთარი ჩანაწერებიც დაამატა (ამან სკუაირი ოდნავ გააღიზიანა). როჯერ ჰოჯსონი (ჯგუფი Supertramp) არის სიმღერის „Walls“, ანდერსონთან და რებინთან ერთად თანაავტორი. სიმღერის დემო ვერსია ჩაიწერა 1990 წელს და შეტანილი იქნა ტრევორ რებინის დემოების კრებულში 90124. 1993 წლის ინტერვიუში უაიტმა ახსენა სიმღერა „Scarlet From The Tide“. უცნობია, არის თუ არა ამ სიმღერის რომელიმე სეგმენტი ალბომის რომელიმე სიმღერის ნაწილი. ალბომის ყდა, განსხვავებით ჯგუფის სხვა ალბომების გაფორმებისგან, ამჯერად პიტერ მაქსის მიერ დამზადდა. ალან უაიტმა 1993 წლის ინტერვიუში ხუმრობით აღნიშნა, რომ ალბომს სათაურად მოერგებოდა „დაღრღნილი ციფრები“. ხოლო სამუშაო სათაური სინამდვილეში იყო History of the Future (მომავლის ისტორია). ალბომის გამოცემის შემდეგ ტურნეს მსვლელობისას ჯგუფთან ერთად მუშაობდა გიტარისტი ბილი შერვუდი. ტრევორ რებინმა და ტონი კეიმ Yes დატოვეს 1995 წელს, ანდერსონთან, სკუაირთან და უაიტთან 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ. შერვუდი 1997 წელს ჯგუფის ოფიციალურ წევრად იქცა, მას შემდეგ, რაც უეიკმენი, ხანმოკლე პერიოდით დაბრუნების შემდეგ, კვლავ წავიდა Yes-იდან. სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პერსონალი
შეფასებაალბომს ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები. ეს იყო Yes-ის პირველი პროექტი, რომელმაც ოქროს სტატუსიც კი არ მიიღო. ბრიტანეთის ჩარტში ალბომი მოხვდა #20, ხოლო აშშ-ში - #33 პოზიციაზე. შტატებში იგი ჩარტში 8 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. Yes Active1994 წლის ბოლოს გამოვიდა ინტერაქტიული დისკი Yes Active. მასში შეტანილია:
რესურსები ინტერნეტშისქოლიო |