ტენდიპედიასებრნი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Tendipedidae)
ტენდიპედიასებრნი (ლათ. Chironomidae, Tendipedidae) — ორფრთიანი მწერების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1,5—15 მმ აღწევს. აქვთ გრძელი ფეხები, ფრთისებრი ულცაშები. ოჯახში 2000-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია ყველგან. მატლები და ჭუპრები ბინადრობენ მტკნარ წყალსატევში, ზღვასა და ოკეანეში. მატლები იკვებებიან წყალმცენარეებით, ბაქტერიებით, დეტრიტით. ზოგი მტაცებელია, იშვიათად — პარაზიტი. ფსკერული მატლები მტკნარი წყლის თევზების ძირითადი საკვებია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 692.