სარსარაკი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Tetrax tetrax)
სარსარაკი (ლათ. Tetrax tetrax) — ფრინველი სავათისებრთა ოჯახისაა. ქათმის ზომისაა. სხეულის სიგრძეა 43-50 სმ, წონა 0,6-1 კგ. მუცელი მოთეთრო ფერისაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. ზაფხულობით იკვებება მწერებით, მათ შორის კალიებით. სარსარაკი ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ყამირ მიწებზე. მაისში დებს 3-4 კვერცხს. სარსარაკი წარმოადგენს ძვირფას სარეწაო-სანადირო ობიექტს. საქართველოს ფარგლებში სარსარაკი გვხვდება მოზამთრე ფრინველის სახით. რეგისტრირებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
რესურსები ინტერნეტში
- სარსარაკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)