კუდჯაგრიანები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Thysanura)
კუდჯაგრიანები, ჯაგრკუდიანები (ლათ. Thysanura) — მაღალორგანიზებული პირველადუფრთო მწერების რიგი ფეხსასხსრიანთა ტიპისა. აქვთ წვრილი, წაგრძელებული სხეული (10-20 მმ სიგრძისა), მღეჭავი პირის ორგანო, წაგრძელებული ყბის საცეცები, მრავალნაწევრიანი გრძელი ულვაშები, სარბენი ფეხები. ფასეტურ თვალებს შორის 2-3 მარტივი თვალი აქვთ. პირის აპარატი მღრღნელი ტიპისაა. მუცელი 11 ნაწილადაა დანაწევრებული და 3 გრძელი ჯაგრისებრი ძაფით (2 ცერკი, 1 კუდის ძაფი) ბოლოვდება. ცოცხლობენ 3 წლამდე. გავრცელებული არიან ყველგან. ბინადრობენ ქვებს შორის, კლდეებზე, ნიადაგში, ჭიანჭველის ბუდეებში, სახლებში (ნესტიან ადგილებში). კუდჯაგრიანები მრავლდებიან კვერცხებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 55.
- მ. სეფერთელაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტში
- Thysanura Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- Virginia Extension Service Article (ინგლისური)