შინაარსზე გადასვლა

ადუედააძიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადუედა აძიჟი)
ადუედააძიჟი
კოორდინატები: თარგი:Nobr
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2411 
ფართობი 0,32 კმ²
მოცულობა 0,00948 კმ³
საშუალო სიღრმე 29,6 
მაქსიმალური სიღრმე 64 
აუზის ფართობი 2,3 კმ²
გამომდინარე მდინარე ადუედა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ადუედააძიჟი[1][2], ადვიადა-ძიჟი[3], ადუედა აძიჟი[4]მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[5] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული ცირკის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³.[6] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია.[6] უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.[6]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს ტბები