ნანა ალექსანდრია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ნანა ალექსანდრია, 1970 | |
მეტსახელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | თარგი:Wikidata/p1532 |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წოდება | თარგი:Wikidata/p2962 |
ფიდე რეიტინგი | 2342 (სექტემბერი, 2014) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2415 (1988) |
ჯილდოები და პრემიები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნანა გიორგის ასული ალექსანდრია (დ. 13 ოქტომბერი, 1949, ფოთი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).
ბიოგრაფია
1972 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის (ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) აღმზრდელი (მწვრთნელი ვ. ქარსელაძე, 1966 წლიდან — ბ. გურგენიძე). სსრკ (1966, 1968, 1969) და საქართველოს (1964, 1965, 1968) ჩემპიონი. I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოჰრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974). მსოფლიო პირველობის 1969-1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.
ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ნანა ალექსანდრიას ჰყავს მეუღლე — არქიტექტორი ლევან ბოკერია და ერთი შვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია.
ფესტივალი
2005 წლიდან ქალაქ ფოთში ტარდებოდა ჭადრაკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა. 2016 წელს ფესტივალს სახელი შეუცვალეს და „ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ დაარქვეს.[1] ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლების მტკიცებით ფესტივალისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან ალექსანდრია ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა.[1]
გალერეა
-
ნანა ალექსანდრია 1970 წელს
-
ნანა ალექსანდრია 1979 წელს რიო-დე-ჟანეიროში
საინტერესო ფაქტები
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ნანა ალექსანდრია საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[2]
1982 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჯილდოები გადაეცათ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მაია ჩიბურდანიძესა და ვიცე-ჩემპიონს ნანა ალექსანდრიას. მაია ჩიბურდანიძე დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით, ნანა ალექსანდრია — საპატიო ნიშნის ორდენით. მოჭადრაკეებს ჯილდოები გადასცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა.[3]
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 296.
- გიორგაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 101, თბ., 1997.
- გოგელია, არჩილ., ასეთია სპორტული ცხოვრება / რედ.: გ. ფანჯიკიძე, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: განათლება, 1986. — გვ. 7–9. 414 გვ.
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- მაღალი ჯილდოები მოჭადრაკე ქალებს // „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
- საქართველოს სპორტკომიტეტში // „ლელო“, 5 მაისი, 1983, № 86 (7397), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
- ნანა ალექსანდრია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნანა ალექსანდრია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნანა ალექსანდრია — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- ნანა ალექსანდრია — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
- ნანა ალექსანდრია — ქართული სპორტი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ფესტივალს სახელი გადაარქვეს
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.
- ↑ „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted