ამპერი
ამპერი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული |
სიდიდე: | დენის ძალა |
სიმბოლო (ქართ): | ა |
სიმბოლო (საერთ): | A |
ეპონიმი: | ანდრე მარი ამპერი |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში |
1000 მა. 0,001 კა. |
ამპერი (აღნიშვნა: <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">ა, <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">A) — ელექტრული დენის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. განისაზღვრება, როგორც ისეთი მუდმივი დენის ძალა, რომელიც ვაკუუმში, ერთიმეორისაგან 1 მ მანძილზე პარალელურად მოთავსებულ ორ უსასრულოდ გრძელ და უსასრულოდ მცირე წრიული კვეთის მქონე გამტარში გავლისას სიგრძის ყოველ 1 მ-ზე ქმნის 2·10-7 ნიუტონის ტოლ ურთიერთქმედების ძალას. ერთეულს სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსისა და მათემატიკოსის ანდრე მარი ამპერის პატივსაცემად.
ამპერის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: კილოამპერი (კა, kA), მილიამპერი (მა, mA), მიკროამპერი (მკა, µA) და ასე შემდეგ.
- 1 კა = 103 ა;
- 1 მა = 10-3 ა;
- 1 მკა = 10-6 ა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 406.