ამუნდსენის ზღვა
იერსახე
ამუნდსენის ზღვა | |
---|---|
ფაილი:Antarctic Sea Ice - Amundsen Sea.jpg | |
აისბერგი ამუნდსენის ზღვაში | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
ფართობი | 98,000 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 585 მ |
![]() ამუნდსენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე |
ამუნდსენის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, დასავლეთ ანტარქტიდის ნაპირებთან. აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ ტარსტონით, დასავლეთიდან დარტის კონცხით. ფართობი შეადგენს 98,000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმე 585 მეტრს. სანაპირო ზონებში გავრცელებულია შელფური და კონტინენტური მყინვარები. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა 0°С-ზე დაბალია, მარილიანობა ზაფხულში დაახლოებით 33,5 ‰. ზღვა თითქმის მთლიანად დაფარულია მოტივტივე ყინულებით, რომელთა სისქე 3 კმ აღწევს. ზღვას სახელი ეწოდა ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევრის რუალ ამუნდსენის პატივსაცემად, რომლის ექსპედიციაც აქ გამოკვლევებს ატარებდა 1928-1929 წლებში. ამუნდსენის ზღვა გვხვდება როსის სელაპი, უედელის სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ვეშაპები, პინგვინები, ალბატროსები.
რესურსები ინტერნეტში
- ამუნდსენის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ამუნდსენის ზღვის ყინულქვეშა ტოპოგრაფია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)