აპრილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
აპრილი (ლათ. Aprilis) — გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვე. აპრილში 30 დღეა.
სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.
აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში.
იგრიკა
კორნელი კეკელიძე იგრიკს 4 მარტით — 2 აპრილით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „იგრიკაჲ“ ანუ თთუე იგრიკისაჲ, ნამდვილი პირველადი ფორმა არის „იგრი“, „იგრისაჲ“. იგრი უნდა იყოს მოდიფიკაცია სომხურში „არეგი“-სა, რომელმაც თავში ა-ი ახმოვანებით, შუაში გ-რ მეტათეზით და ნათესაობით მრუნვაში „ე“ ბგერის გამოვარდნით, მოგვცა „იგრისა“. ქართული „იგრიკას“ სომხურ „არეგასთან“ აახლოებდა მარი ბროსეც[3].
ვიკიციტატა | „და გჳრგჳნოსან იქმნა აკჳლინა პირველსა მას დღესა თთუესა იგრიკისას[4].“
|
ვიკიციტატა | „კალენიკემ კეთილითა მით ძილითა დაიძინა მეორესა დღესა თთჳსა იგრიკისასა[5].“
|
ვიკიციტატა | „მას ჟამსა შეკრბეს ორასნი იგი ბრძანებითა მეფისაჲთა და მოჰკუეთეს თავები და აღესრულნეს წმიდანი მეშჳდესა დღესა თთუესა იგრიკისასა[6].“
|
აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები
wikistub | ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სქოლიო
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
- ↑ Extrait du manuscript armenien №114 de la biblioteque royale, relatif au calendrier georgien: Journ. Asiatique X, 171, 530-531
- ↑ A 95, გვ. 811, H 341, გვ. 373
- ↑ A 95, გვ. 813, H 341, გვ. 377
- ↑ A 95, გვ. 815, H 341, გვ. 378
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
აპრილი ვიქსიკონში |