არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა | |
---|---|
ფაილი:Aravis vekmot.jpg | |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
პერსონაჟები | პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ქალი |
პრემიერა | 2010 |
პრემიერის ადგილი | ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი |
ენა | ქართული |
თემა | იმპერიის წინააღმდეგ |
ჟანრი | დრამა |
მოქმედების ადგილი | სანქტ-პეტერბურღი, საქართველო |
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა — პიესა რვა სცენად, ჟანრობრივად დოკუმენტური დრამა, დაწერილი 2010 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.
შინაარსი
პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ პიესაში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან.
პიესაში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
პიესაში დრამატულად გაცოცხლებულია სცენები მერაბ კერვალიშვილის წიგნიდან „სიკვდილის ქრონიკები ანუ წვიმის რექვიემი აფხაზეთის მთებში“[1] აფხაზეთის ომიდან; და ასევე გიორგი ყარყარაშვილის წიგნიდან „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“[2] რუსეთ-საქართველოს ომიდან.
მაშინდელი პრესის მასალების მიხედვით პიესაში წარმოდგენილი არიან 2008 წლის 11 აგვისტოს გამართული შინდისის ბრძოლის[3] გმირები: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.
პიესაში მთლიანად შედის ოთარ ჭილაძის მიერ „მეომართა ლიგის“ ყრილობაზე წარმოთქმული მოკლე სიტყვა – „გახსოვდეს, წინ მარადისობაა!“
პერსონაჟები
- პირველი
- მეორე
- მესამე
- მეოთხე
- ქალი
დადგმები
- 2010 — რუსთავის კულტურის ცენტრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე
- 2012 — ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე
გამოცემები
- 2010 წ. — „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან...“.[4]
- 2010 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[5]
რესურსები ინტერნეტში
- არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- წიგნის ბიბლიოთეკაში
- თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ სიკვდილის ქრონიკები ანუ წვიმის რექვიემი აფხაზეთის მთებში
- ↑ ეს ჩვენი სამშობლო იწვის
- ↑ შინდისის გმირები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-06. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
- ↑ Mixo Mosulišvili (2010), Titqmis picaso da cota boskhi, marjvnidan, Tbilisi, Georgia: Saari, http://openlibrary.org/books/OL24988611M/Titqmis_picaso_da_cota_boskhi_marjvnidan
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-18. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|