შინაარსზე გადასვლა

არამიწიერი სიცოცხლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:White House position on ET.png
ამერიკის მთავრობის პოზიცია არამიწიერ სიცოცხლეზე და სამი მთავარი მცდელობა მის მოსაძებნად. საათის ისრის მიმართულებით მარცხნივ, ზემოდან:
1. ეგზოპლანეტების ძებნა
(ფოტო: კეპლერის ტელესკოპი)
2. არამიწიერი სიგნალების მოსმენა
(ფოტო: ალენის მასივი)
3. მზის სისტემის რობოტული კვლევა
(ფოტო: მარსმავალი „კურიოზიტი“ მარსზე)

არამიწიერი სიცოცხლედედამიწის გარეთ წარმოქმნილი სიცოცხლე. მას ასევე უცხო სიცოცხლესაც უწოდებენ. სიცოცხლის ჯერ კიდევ ჰიპოთეტური ეს ფორმები ვრცელდება მარტივი ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმებიდან ადამიანზე რთული სტრუქტურის მქონე არსებებამდე. ასევე არის ვარაუდი, რომ არსებობს არამიწიერი ვირუსებიც.[1]

არამიწიერი სიცოცხლის ჰიპოთეზის განვითარება და ტესტირება ცნობილია, როგორც „ეგზობიოლოგია“ ან „ასტრობიოლოგია“, მიუხედევად იმისა, რომ ასტრობიოლოგია ასევე მოიცავს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ასტრონომიულ კონტექსტში. მრავალ მეცნიერს არამიწიერი სიცოცხლე შესაძლებლად მიაჩნია, მაგრამ მისი არსებობის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება.[2] მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებზე მიმდინარე კვლევები დღესაც გრძელდება: დაწყებული რადიოებიდან, რათა დააფიქსირონ არამიწიერი სიგნალები, ტელესკოპებამდე, რომელსაც პოტენციურად სასიცოცხლო ეგზოპლანეტების მოსაძებნად იყენებენ.[3] არამიწიერ სიცოცხლეს სამეცნიერო ფანტასტიკაში დიდი გავლენა აქვს.

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted