შინაარსზე გადასვლა

არსენა ყაჩაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

„არსენა ყაჩაღი“
ფაილი:ArsenaKhachaghi.jpg
ჟანრი ბიოგრაფიული
დამდგმელი რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი ვლადიმერ ბარსკი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი,
კ. ტირი
გამოსვლის თარიღი 1923
ხანგრძლივობა 60 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

არსენა ყაჩაღი — რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის ფილმი არსენა ოძელაშვილის შესახებ. გადაღებულია 1923 წელს. „არსენა ყაჩაღი“ ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის პირველი კინოროლი იყო.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ასახავს ბატონყმური წყობილების მძიმე შედეგებს. არსენა ოძელაშვილი თავადის ქალს შეუყვარდება, მაგრამ არსენა უარს იტყვის. შეურაცხყოფილი ქალის შურისძიების გამო არსენა იძულებულია ყაჩაღად გავარდეს.[1] სოციალური უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი არსენა სათავეში უდგება გლეხთა აჯანყებას. გარყვნილი ბატონი ჯერ შეურაცხყოფს მის სატრფოს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გაბოროტებული არსენა შურს იძიებს, ახერხებს ციხიდან გაქცევას და უბრუნდება თავის რაზმს. გულგატეხილი არსენა მარტოდმარტო აგრძელებს ბრძოლას მჩაგვრელთა წინააღმდეგ.

როლებში

გადაღება

ვლადიმერ ბარსკის კონსერვატორიის სტუდენტი გრიგოლ ჩეჩელაშვილი შემთხვევით გაიცნო რუსთაველის გამზირზე. ფილმმა ჩეჩელაშვილს მცირე პოპულარობა მოუტანა და შემდგომში მან რამდენიმე ფილმში („აბრეკ-ზაური“, „კეთროვანი“, „მეორე ცოლი“, „ზელიმხანი“) მიიღო მონაწილეობა.

შეფასება

ფილმი მაყურებელმა მოიწონა, მაგრამ პრესისგან კრიტიკა შეხვდა. კრიტიკოსების აზრით სცენარის ავტორი არსენას არ იცნობდა და ხალხის გმირს ფილმმა ჩრდილი მოჰფინა. მათი აზრით გამოწკეპილი და დაპუდრული არსენა დიდგვაროვანს უფრო წააგავდა, ვიდრე გაყაჩაღებულ გლეხკაცს. ფილმის სახელწოდებამ უკმაყოფილება გამოიწვია მოსკოვში. ფუნქციონერებს არ სურდათ, მთავარი გმირი ბანდიტი ყოფილიყო, თუმცა როცა გაიგეს არსენას, როგორც მჩაგვრელების წინააღმდეგ მებრძოლის პოზიცია, სათაურიც დატოვეს და ფილმს გამოსვლის უფლება მისცეს.

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნათია ამირეჯიბი, „დროთა ეკრანი“ გვ. 32 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted