არჯაკელი
იერსახე
არჯაკელი (ლათ. Lathyrus roseus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და გამსხვილებული ფესურა, 30—100 სმ სიგრძის წახნაგოვანი ღერო და წყვილფოთოლაკიანი ფოთლები . გავრცელებულია მცირე აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. დეკორატიული მცენარეა. არჯაკელის ნორჩი ყლორტებისაგან მხალს ამზადებენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 619.