შინაარსზე გადასვლა

ატლეტიკ ბილბაო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატლეტიკ ბილბაო
ფაილი:Athletic Bilbao logo.png
სრული სახელი ატლეტიკ ბილბაო
მეტსახელი ლომები, ბასკები, წითელ-თეთრები
დაარსდა 1898; 127 წლის წინ (1898)
სტადიონი სან მამესი
ბილბაო, ბასკეთი
(ტევადობა: 53,332)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსუ ურუტია
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ანხელ სიგანდა
კაპიტანი ესპანეთის დროშა გორკა ირაისოსი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023-24 მე-5 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ატლეტიკ ბილბაო“ (ესპ. Athletic Club de Bilbao, ბასკ. Bilboko Athletic Kluba) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბილბაოდან, ბასკეთი. კლუბი დაარსდა 1898 წელს. 1928 წლიდან წლიდან ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში და მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად არის კლუბი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია ეს ჩემპიონატი დაარსებიდან. „ატლეტიკი“ 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 24-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი.

კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი, ამიტომ კლუბმა მეტსახელი მიიღო „Rojiblancos“ (წითელ-თეთრები). კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი ლომები წარმოიშვა იქიდან, რომ „ატლეტიკის“ სტადიონი მდებარეობს წმინდა მამასას ტაძრის გვერდით (მამესი ესპანურად).

„ატლეტიკი“ ცნობილია თავისი კონსერვატიული პოლიტიკით, კლუბშ თამაშობენ მხოლოდ ადგილობრივი (ბასკი) ფეხბურთელები. ასევე იწვევენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც შეიძლება არ დაიბადნენ ბასკეთში, მაგრამ აქვთ ბასკური ფესვები. მაგალითად ბრაზილიაში დაბადებული ბიურუნი და საფრანგეთში დაბადებული ბასკი ბიშენტე ლისარასუ. ფეხბურთელებისგან განსხვავებით მწვრთნელი შეიძლება იყოს უცხოელი. კლუბის ისტორიაში ბევრი ცნობილი უცხოელი მწვრთნელი ყოფილა, მაგალითად გერმანელი იუპ ჰაინკესი, ფრანგი ლუის ფერნანდესი და არგენტინელი მარსელო ბიელსა. „ატლეტიკს“, ისევე როგორც კლუბების უმრავლესოას ესპანეთში აქვს ბრიტანული წარმომავლობა, „ატლეტიკი“ კი ინგლისური სახელწოდებაა.

ტიტულები

ეროვნული

  • პრიმერა დივიზიონი
  • ჩემპიონი (8): 1929/30, 1930/31, 1933/34, 1935/36, 1942/43, 1955/56, 1982/83, 1983/84
  • მე-2 ადგილი (7): 1931/32, 1932/33, 1940/41, 1946/47, 1951/52, 1969/70, 1997/98
  • ესპანეთის თასი
  • გამარჯვებული (24): 1902, 1903, 1904, 1910, 1911, 1914, 1915, 1916, 1921, 1923, 1930, 1931, 1932, 1933, 1943, 1944, 1944/1945, 1949/1950, 1955, 1956, 1958, 1969, 1972/1973, 1983/1984
  • ფინალისტი (14): 1905, 1906, 1913, 1920, 1942, 1948/49, 1952/53, 1965/66, 1966/67, 1976/77, 1984/85, 2008/09, 2011/12, 2014/15
  • ესპანეთის სუპერთასი
  • გამარჯვებული (2): 1984, 2015
  • ფინალისტი (2): 1983, 2009
  • ევა დუარტეს თასი
  • გამარჯვებული: 1950
  • ფინალისტი: 1945
  • ჩრდილოეთის ჩემპიონატი
  • გამარჯვებული (3): 1913/14, 1914/15, 1915/16
  • ბასკეთის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (14): 1919/20, 1920/21, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1927/28, 1928/29, 1930/31, 1931/32, 1932/33, 1933/34, 1938/39, 1939/40
  • ბასკეთის თასი
  • გამარჯვებული: 1934/35

ევროტურნირები

საერთაშორისო

მიმდინარე შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core გორკა ირაისოსი
2 მცველი თარგი:Fba/core ენეკო ბოვედა
3 მცველი თარგი:Fba/core გორკა ელუსტონდო
4 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ხავიერ ერასო
5 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ერიკ მორანი
6 მცველი თარგი:Fba/core მიკელ სან ხოსე
7 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ბენიატ ეჩებერია
8 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ანდერ იტურასპე
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core იკერ მუნიაინი
11 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ინიაკი უილიამსი
14 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მარკელ სუსაეტა
15 მცველი თარგი:Fba/core ინიგო ლეკუე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 მცველი თარგი:Fba/core ჩაბი ეჩეიტა
17 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მიკელ რიკო
18 მცველი თარგი:Fba/core ოსკარ დე მარკოსი (კაპიტანი)
19 თავდამსხმელი თარგი:Fba/core საბინ მერინო
20 თავდამსხმელი თარგი:Fba/core არიც ადურისი
22 ნახევარმცველი თარგი:Fba/core რაულ გარსია
24 მცველი თარგი:Fba/core მიკელ ბალენსიაგა
25 მცველი თარგი:Fba/core ენრიკ საბორიტი
26 მეკარე თარგი:Fba/core კეპა არისაბალაგა
27 ნახევარმცველი თარგი:Fba/core იერაი ალვარესი
28 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ასიერ ვილიალიბრე
29 მეკარე თარგი:Fba/core ალექს რემირო

რესურსები ინტერნეტში