შინაარსზე გადასვლა

ახალი ჰოლანდია (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ახალი ჰოლანდია
მშობ. სახელი: Новая Голландия
ესკიზის შექმნის შეცდომა:
გეოგრაფია
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 0,078 კმ²

ახალი ჰოლანდია (რუს. Новая Голландия) — კუნძული საადმირალოს რაიონში, სანქტ-პეტერბურგში, გარშემორტყმულია მდინარე მოიკით, კრიუკოვისა და საადმირალოს არხებით. კუნძული წარმოადგენს ადრეული კლასიციზმის უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლს. მისი ფართობი 7,8 ჰექტარია.

ისტორია

ახალი ჰოლანდია ორი ხელოვნურად შექმნილი კუნძულისგან შედგება, რომლებიც ნევის დელტაში მდებარეობენ. ისინი შეიქმნა 1719 წელს მას შემდეგ, რაც სანაოსნოდ მდინარეების ნევისა და მოიკას შორის საჭირო გახდა კრიუკოვისა და საადმირალოს არხების გაჭრა. ლეგენდის თანახმად კუნძულს სახელი პეტრე დიდმა უწოდა. ეს სახელი კუნძულისათვის ყველაზე შესაფერისი იყო, რადგან თავიდან „ჰოლანდია“ პეტერბურგში მთავარ საადმირალოს მიმდებარე ტერიტორიას ერქვა, სადაც გემთმშენებლობისათვის საჭირო ხის მასალა იყო. არხების გაჭრის შემდგომ საწყობები გადაიტანეს ახლადწარმოქმნილ კუნძულზე, თვითონ კუნძულს კი ეწოდა ახალი ჰოლანდია. ამავდროულად ახალი ჰოლანდია პირველი სამხედრო პორტი იყო რუსეთში, რომელიც პეტრე I-ის ბრძანებით 1721 წლის 21 სექტემბერს დაარსდა.

დაახლოებით 3 საუკუნის მანძილზე კუნძულზე მნახველებს არ უშვებდნენ, ეს აკრძალვა მხოლოდ 2011 წლის 16 ივლისს მოიხსნა.

რესურსები ინტერნეტში