ბიჭვინთის ყურე
ბიჭვინთის ყურე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | თარგი:Nobr |
აუზი | შავი ზღვა |
ქვეყნები | საქართველო |
ტიპი | ყურე |
მაქსიმალური სიღრმე | 50 მ |
ჩამდინარე მდინარეები | რიაფში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიჭვინთის ყურე — ყურე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავთან.[1] სოხუმისა და ბათუმის ყურეებთან ერთად წარმოადგენს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უდიდეს ყურეს. მოქცეულია კავკასიური რივიერის ფარგლებში.[2]
ბიჭვინთის ყურის დასავლეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 50 მ აღწევს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 მ. ყურეს დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ეკვრის ბიჭვინთის კონცხი ფართო პლაჟით, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — მიუსერის მაღლობი, რომელიც ზღვაში ციცაბოდ ეშვება.[3]
ერთვის რამდენიმე მდინარე, რომელთაგან მნიშვნელოვანია რიაფში. ფსკერი ლამიანია, აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება წყალქვეშა ქვები. დასავლეთიდან აკრავს ბიჭვინთის ნაკრძალი, ხოლო აღმოსავლეთიდან მიუსერის ნაკრძალი. სანაპიროზე გაშენებულია დაბა ბიჭვინთა. XX საუკუნის დასაწყისში დელფინების რეწვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო.[4]
სქოლიო
- ↑ თარგი:სგსოლ
- ↑ Берадзе Т. Н. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии. — Тб, 1989.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 448.
- ↑ Записки Кавказского отдела Императорского Русского Географического общества. Т. 29, — Тифлис, 1911
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted