ბლედის ტბა
იერსახე
ბლედის ტბა | |
---|---|
ბლედის ტბა ბლედის ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: სლოვენია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 475 მ |
სიგრძე | 2,12 კმ |
სიგანე | 1,38 კმ |
ფართობი | 1.45 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 29.5 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ბლედის ტბა (სლოვენ. Blejsko jezero; გერმ. Bleder See, Veldeser See) — ტბა სლოვენიაში. მდებარეობს იულიუსის ალპებში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, კურორტ ბლედის მახლობლად. ფართობი 1,45 კმ². მაქსიმალური სიღრმე 29.5 მ. გლაციალური და ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის შუაგულში არის ამავე სახელწოდების პატარა კუნძული, სადაც გვხვდება რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. ტბის ფრიალო კლდეზე არის ბლედის ციხე-სიმაგრე. სხვადასხვა დროს ბლედის ტბაზე ჩატარდა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩნოსნობაში. ტბაზე გაიმართა მსოფლიოსა (1966, 1979, 1989, 2011) და ევროპის (1956) ჩემპიონატები აკადემიურ ნიჩნოსნობაში.
რესურსები ინტერნეტში
- ბლედის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)