ბრაზილიური ხე
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Brazilwood_tree_in_Vit%C3%B3ria%2C_ES%2C_Brazil.jpg/300px-Brazilwood_tree_in_Vit%C3%B3ria%2C_ES%2C_Brazil.jpg)
ბრაზილიური ხე, პერნამბუკის ხე (ლათ. Caesalpinia echinata) — ხე ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. აქვს ქაცებით დაფარული ღერო და ტოტები, ორმაგფრთისებრი ფოთლები , წვრილი და სურნელოვანი ყვავილები. ველურად იზრდება ბრაზილიაში.
მის მაგარ და წითელ მერქანს (ე. წ. წითელი ხე) იყენებენ ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად, სახარატო საქმეში, აგრეთვე საღებავის — ბრაზილინის (ბრაზილეინის მისაღბად).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 504.