ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი
იერსახე
ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი (ლათ. Epicometis hirta) — მავნებელი ხოჭო ფირფიტულვაშიანთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 10 მმ სიგრძის შავი, ყვითელი ან ბრინჯაოსფერი გრძელი ბუსუსებით დაფარული სხეული; ზედა ფრთებზე - თეთრი ლაქები. საქართველოში ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანის იმაგო ზამთარს ნიადაგში ატარებს. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი ფართოდ არის გავრცელებული ყოფილ სსრკ-ში, განსაკუთრებით სამხრეთის ტყე-ველისა და ველის ზონებში. ადრე გაზაფხულზე აზიანებს ბალახოვან მცენარეთა, შემდეგ კი ხეხილოვანი კულტურების ყვავილს.
ბრძოლის ღონისძიებანი: ნეშომპალიანი მიწის გროვებისაგან სპეციალური მოედნების მოწყობა კვერცხმდებელი ხოჭოების მისატყუებლად და შემდეგ მატლების მოსაპობად; ღრუბლიან და გრილ დილას ხეებიდან ხოჭოების ჩამობერტყვა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 524.