შინაარსზე გადასვლა

ლენიანოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრძოლა ლენიანოსთან)

თარგი:Stack ლენიანოს ბრძოლა — ბრძოლა 1176 წლის 29 მაისს, რომლის დროსაც ლომბარდიის ლიგის ჯარებმა გაანადგურეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ფრიდრიხ I ბარბაროსას ჯარები. ლენიანოს ბრძოლაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ივარაუდება დიდი დანაკარგები ორივე მხრიდან. საბოლოოდ ფრიდრიხ ბარბაროსამ და რომის პაპმა ალექსანდრე III-მ შეთანხმებას მიაღწიეს 1178 წლის 24 ივლისს, ვენეციის კონგრესის დროს. ამასთანავე ფრიდრიხი რომის პაპს დაემორჩილა, როგორც მსოფლიო ეკლესიის მეთაურს. ფრიდრიხსა და სიცილიის სამეფოს შორის გამოცხადდა 15-წლიანი ნეიტრალიტეტი, ხოლო ფრიდრიხსა და ლომბარდიის ლიგას შორის — 6-წლიანი.

რესურსები ინტერნეტში