ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი
ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სუმატრა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | 3 568 კმ² |
დაარსდა | 1982 |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 3 568 კმ²-ია. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით - სუმატრის ტროპიკული ტყეები.[1]
პარკში ბინადრობს მრავალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა:
- სუმატრის სპილო (500 ერთეული, მათი შემორჩენილი რაოდენობის 25%)
- სუმატრის ზოლიანი კურდღელი (ყველა შემორჩენილი ერთეული მხოლოდ ამ პარკშია დაფიქსირებული)
- სუმატრის მარტორქა (60-80 ერთული, დაახლოებით ამდენივე ბინადრობს გუნუნგ-ლიოსერის ეროვნულ პარკში, ანუ ორივეგან ერთად, შემორჩენილი რაოდენობის ძირითადი ნაწილი)[2]
- სუმატრის ვეფხვი (დაახლოებით 40 ბოკვერი, შემორჩენილი რაოდენობის 40%)
1935 წლიდან, ეს ტერიტრორია ველური ბუნების ნაკრძალია, ხოლო უკვე 1982 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა. მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამო, პარკმა ტყეების 20% დაკარგა. ამავე მონაცემებით, პარკის ტერიტორიის 450 კმ²-ზე მოშენებულია ყავის ნარგავები. ვითარების გამოსწორების მიზნით, ორგანიზაცია ამჟამად აქტიურად მუშაობს ყავის მულტინაციონალურ კომპანიებთან, რათა მათ უარი თქვან უკანონოდ მოყვანილი ყავის შეძენაზე.[3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Taman Nasional Bukit Barisan Selatan Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- WWF: Illegally grown coffee threatens tiger habitat in Indonesia
- Entry of Bukit Barisan Selatan National Park Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ name="heritage_sumatra">Tropical Rainforest Heritage of Sumatra. UNESCO. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
- ↑ van Strien, N.J., Manullang, B., Sectionov, Isnan, W., Khan, M.K.M, Sumardja, E., Ellis, S., Han, K.H., Boeadi, Payne, J. & Bradley Martin, E. (2008). Dicerorhinus sumatrensis. In: IUCN 2008. IUCN Red List of Threatened Species. Downloaded on 28 November 2008.
- ↑ Claire Leow. Nestlé to scrutinize Indonesia coffee amid wildlife-endangerment fears, International Herald Tribune.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
- Pages with script errors
- IUCN კატეგორია II
- მსოფლიო მემკვიდრეობა ანბანის მიხედვით
- ინდონეზიის ეროვნული პარკები
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდონეზიაში
- სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მემკვიდრეობის პარკები
- 1982 წელს დაარსებული დაცული ტერიტორიები
- სუმატრის დაცული ტერიტორიები
- სამხრეთ სუმატრის გეოგრაფია
- სამხრეთ სუმატრის ღირსშესანიშნაობები