ნახევრად ბუჩქი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ბუჩქბალახი)
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2e/Vaccinium-myrtillus-0175.jpg/250px-Vaccinium-myrtillus-0175.jpg)
ნახევრად ბუჩქი, ბუჩქბალახი — მრავალწლოვანი მცენარე, რომლის ყლორტები მხოლოდ ქვედა ნაწილში ხევდება, ზედა კი ბალახოვნად რჩება და დაზამთრებისას კვდება. ნახევრად ბუჩქის სიმაღლე 80 სმ (იშვიათად 150-200 სმ) აღწევს. დამახასიათებელია არიდული ქვეყნებისათვის. ნახევრად ბუჩქია მრავალი სახეობის ველისა და უდაბნოს ავშანი, მლაშობურა, ზოგიერთი გლერძი და სხვა. ბევრ მათგანს აქვს ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 347.