შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 937

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 937
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოდორის ხეობა (გამოყოფილი) აფხაზეთში
თარიღი 21 ივლისი 1994
სხდომა № 3407
კოდი S/RES/937 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი და საქართველო
კენჭისყრა
Script error: No such module "Separated entries".
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 937 მიიღეს ერთხმად 1994 წლის 21 ივლისს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინა რეზოლუციები 849 (1993), 854 (1993), 858 (1993), 876 (1993), 881 (1993), 892 (1993), 896 (1994), 901 (1994), 906 (1994) და 934 (1994), საბჭომ გააფართოვა გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში (UNOMIG) იმ მიზნით, რომ ჩართონ დსთ-ს წევრებიც, ასევე გადაავადეს მისიის მანდატი 1995 წლის 13 იანვრმდე.[1]

საბჭომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაც. საბჭომ, ასევე მიესალმა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა მოსკოვში, ასევე აღიარა სხვა შეთანხმებებიც. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ მხარეები მიაღწევენ კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.[2] დსთ-ს სამშვიდობო ძალების განლაგება დამოკიდებულია მხარეების თანხმობაზე. მხარეებს ასევე მოუწოდეს, რომ ისინი უზრუნველყონ დსთ-სა და გაეროს სამშვიდობო მისიის სრული გადაადგილების თავისუფლება.

საბჭომ, მხარეებს მოუწოდა დააჩქარონ მოლაპარაკებები, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მხრით, გაეროს ეგიდით, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით. გენერალურ მდივან, ბუტროს ბუტროს-გალის, მიენიჭა უფლებამოსილება, რომ მას გაეზარდა UNOMIG-ის კონტინგენტი 136 სამხედროთი, ასევე გაეფართოვა მისიის მანდატი, რომელიც მოიცავს:[3]

(a) ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ შეთანხმების მონიტორინგი;
(b) დსთ-ს სამშვიდობო ძალების მონიტორინგი;
(c) ჯარისა და მძიმე შეიარაღების, უსაფრთხოების ზონის გარეთ დარჩენის უზრუნველყოფა;
(d) მძიმე შეიარაღების შენახვის მონიტორინგი;
(e) კოდორის ხეობჯდან ქართული ძალების გაყვანის მონიტორინგი;
(f) კოდორის ხეობის პატრულირება;
(g) ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტების გამოძიება;
(h) შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიში, ასევე დარღვევების შესახებ ანგარიში;
(i) ხელშეკრულების ორივე მხარესთან კონტაქტის შენარჩუნება, თანამშრომლობა დსთ-სთან, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება სახლებში.

გენერალურმა მდივანმა, ნებართვა აიღო სპეციალური ფონდის შექმნისთვის, რომელიც გათვლილი იყო, ჰუმანიტარული მხარდასაჭერისთვის, ასევე განაღმვისთვის. სამი თვის განმავლობაში, მდივანი ვალდებული იყო, საბჭოს მოახსენა განვითარებული მოვლენების შესახებ.

937-ე რეზოლუცია 14 ხმით მიიღეს. სხდომას რუანდის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა.[4]

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Bothe, Michael (2002). International Peacekeeping: The Yearbook of International Peace Operations. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 214. ISBN 978-90-411-1920-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  2. Gray, Christine D. (2000). International law and the use of force. Oxford University Press, გვ. 226. ISBN 978-0-19-876528-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. Hilaire, Max (2005). United Nations law and the Security Council. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 171. ISBN 978-0-7546-4489-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  4. United Nations, Dept. of Public Information, (1995). The United Nations and the situation in Georgia. United Nations, Dept. of Public Information,, გვ. 30. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted