გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტია
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Flag_of_PAIGC.svg/langka-300px-Flag_of_PAIGC.svg.png)
გვინეისა და მწვანე კონცხის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აფრიკული პარტია (პორტ. Partido Africano da Independência da Guiné e Cabo Verde) ან PAIGC – პოლიტიკური პარტია გვინეა-ბისაუში.
დაარსდა 1956 წელს. პარტიის საპროგრამო დოკუმენტებით რეგლამენტირებულია გვინეა-ბისაუსა და მწვანე კონცხის კუნძულების (კაბო-ვერდეს) ეთნიკური და ისტორიული ერთიანობა, სწრაფი ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფა, გვინეა-ბისაუსა და კაბო ვერდეს სოციალური განვითარება, ეროვნული დამოუკიდებლობის და დემოკრატიული წყობის გაძლიერება და არაექსპლუატირებული საზოგადოების შექმნა.
1974 წლის აპრილში პორტუგალიაში ფაშისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ გვინეა-ბისაუსა და მწვანე კონცხის კუნძულების დამოუკიდებლობის აფრიკული პარტია აღიარა კაბო-ვერდეს მოსახლეობის კანონიერ წარმომადგენლად და მასთან მოლაპარაკებები დაიწყო. 1974 წლის დეკემბერში ლისაბონში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება ხდებოდა, 1975 წლის 5 ივლისს გარდამავალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა და კუნძულების დამოუკიდებლობაც გამოცხადდა.
რესურსები ინტერნეტში
- PAIGC-ის ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted