გია ჩადუნელი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გია ჩადუნელი (დ. 15 მაისი, 1994) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მცველი.
კარიერა
ფეხბურთის თამაში დაიწყო ფოთში, გაიარა „კოლხეთი 1913“-ის ასაკობრივი გუნდები და 2012 წელს დაწინაურდა ძირითად გუნდში. მისი დებიუტი საქართველოს უმაღლეს ლიგაში შედგა 2012 წლის 15 დეკემბერს, მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ.[1] ფოთის „კოლხეთში“ გატარებული 3 სეზონის შემდეგ გადავიდა ლანჩხუთის „გურიაში“, სადაც მალევე დაიმკვირდა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, „გურიას“ რიგებში შეუცვლელად ჩაატარა 13 მატჩი და შეძლო 1 გოლის გატანა. 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „დინამო თბილისს“.[2][3][4]
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამოს ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, მერანი მარტვილი 4:0 კოლხეთი ფოთი
- ↑ გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 24 დეკემბერი, 2016.
- ↑ ოფიციალურად: გია ჩადუნელი თბილისის “დინამოში” ითამაშებს, საინფორმაციო სააგენტო „http://fanebi.com“[მკვდარი ბმული], 24 დეკემბერი, 2016.
- ↑ “დინამოში” საკადრო ცვლილებებია, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 23 დეკემბერი, 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|