შინაარსზე გადასვლა

გიორგი ილურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გიორგი ილურიძე (დ. 20 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2023 წლიდან იცავს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას.

კარიერა

საკლუბო

ფაილი:გიორგი ილურიძე ჰაიდუკი.jpg
სპლიტის „ჰაიდუკში“

დედაქალაქურ კლუბ „დინამოსა“ და ახალგაზრდული ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შემჩნეული იქნა მაჰაჩყალის „ანჟის“ სკაუტების მიერ, რომელთანაც 2010 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი, პირველი რუსული დებიუტი ჩაატარა 2010 წლის 6 მაისს, 18 წლის ასაკში მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ, სადაც 3:0 დამარცხდნენ, ილურიძე მატჩში 75-ე წუთზე ჩაერთო მიხაილ ბაკაევის ნაცვლად.[1] ამას გარდა მან კიდევ 4 მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში, 2011 წლის დასრულებამდე ტრავმების გამო მას „ანჟის“ ახალგაზრდულ გუნდში მოუწია თამაშის გაგრძელება.[2][3] 2012 წლის დასაწყისში მან გორის „დილასთან“ გააფორმა კონტრაქტი და უკან სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა, სადაც წელიწად ნახევარი გაატარა. 2013 წლის აგვისტოს ბოლოს ხორვატიულ კლუბში სპლიტის „ჰაიდუკში“ გადაინაცვლა,[4] ილურიძით ეს კლუბი მას შემდეგ დაინტერესდა რაც ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე გორის „დილამ“ ზუსტად ილურიძის სოლო რეიდის შემდეგ გატანილი გოლით დაამარცხა ჰაიდუკი.[5][6] მას დებიუტი „ჰაიდუკში“ იმავე წლის 14 სექტემბერს ჰქონდა, სადაც „ჰაიდუკმა“ დედაქალაქელები, ზაგრების დინამო 2:0 დაამარცხეს.

16 აპრილს ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გიორგი ილურიძემ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.[7]

სანაკრებო

საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ, ილურიძე გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის I ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 2013 წლის აგვისტოში, საფრანგეთისა და ფინეთის წინააღმდეგ,[8] მაგრამ ტრავმების გამო მან ვერ შეძლო შეერთებოდა გუნდს.

მიღწევები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე
  2. [1] Махачкалинцы едут в Санкт-Петербург с тремя потерями
  3. [2] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Илуридзе не поможет «Анжи» во встрече с «Рубином»
  4. გიორგი ილურიძე: “ჩემი აზრით, ამ სეზონში „ჰაიდუკი“ ჩემპიონი გახდება” ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 2 აგვისტო, 2013.
  5. გორის დილამ ჰაიდუკი დაამარცხა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა ,საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა“, 9 აგვისტო, 2013.
  6. [3] "Giorgi Iluridze je novi igrač Hajduka!" at Hajduk.hr
  7. სპლიტის „ჰაიდუკმა“ გიორგი ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა // sportall.ge
  8. უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... „ჰაიდუკში“ // sportall.ge

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted