შინაარსზე გადასვლა

გიორგი ლორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გიორგი ლორია (დ. 27 იანვარი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსული საფეხბურთო კლუბის არადიპუს „ომონიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

კარიერა

საკლუბო კარიერა

ესკიზის შექმნის შეცდომა:
გიორგი ლორია 2016 წელს.

გიორგი ლორიამ თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში იასპარეზა.

17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა.

„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაში ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.

შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა.

გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მაჰაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.

2019 წლის 4 ივლისს ხელი კვიპროსის „ანორთოსისთან“ კონტრაქტს მოაწერა, სადაც ოთხი სეზონი იყო გუნდის პირველი მეკარე.

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში ლორია თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა და სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი ლორია თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპუს „ომონიაში“ განაგრძობს — ტრანსფერი კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.[1]

სანაკრებო კარიერა

2008 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.[2] პირველად ნაკრების მაისურით 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე. შეხვედრას ტალინის A. Le Coq Arena მასპინძლობს და მას 2500 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: ლორია, ხიზანიშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი, კვირკველია, ასათიანი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, ალექსიძე, იაშვილი და ოდიკაძე. დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1–1 მთავრდება.[3]

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 12 ოქტომბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
2008 5 0
2010 2 0
2011 5 0
2012 5 0
2013 5 0
2014 7 0
2015 5 0
2016 4 0
2017 3 0
2018 7 0
2019 8 0
2020 6 0
2021 9 0
2022 5 1
2023 2 0
ჯამში 78 0

მიღწევები

საკლუბო

კვიპროსის დროშა ანორთოსისი
კვიპროსის თასი
  • თასის მფლობელი: 2020–21
კვიპროსის სუპერთასი
  • ფინალისტი: 2021
საქართველოს დროშა დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი (2): 2005–06, 2008–09
  • ფინალისტი (2): 2009–10, 2013–14

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

თემატური საიტები
AFS · BeSoccer · FlashScore.com · FootballFacts.ru · National Football Teams · Transfermarkt · Soccerway · UEFA.com

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველო 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე