გოგა ხაჩიძე
გოგა ხაჩიძე | |
გოგა ხაჩიძე | |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ნოემბერი, 2008 – 31 აგვისტო, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ირაკლი ღვალაძე |
მემკვიდრე | გიორგი ზედგინიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
მარტი, 2005 – 1 ნოემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე |
წინამორბედი | ნიკო ნიკოლოზიშვილი |
მემკვიდრე | ლაშა ჭკადუა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
დეკემბერი 2004 – მარტი 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი |
წინამორბედი | დავით ბაშალეიშვილი |
მემკვიდრე | ვასილ მაღლაფერიძე |
დაბადებული | 9 თებერვალი, 1974 თბილისი,საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: სსრკ → საქართველოს დროშა საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ბიოლოგი, ჟურნალისტი |
გიორგი (გოგა) ხაჩიძე (დ. 9 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2008-2012 წლებში.
ბიოგრაფია
1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით — ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი. 1993–1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1994–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, ასევე ტელეკომპანიებში: იბერვიზია, რუსთავი-2, 202, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, რადიო 105-ში, რადიო რეზონანსში, გაზეთ რეზონანსში. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში იყო ჯგუფ სახის წევრი, დათო ხუჯაძესთან და დათო ფორჩხიძესთან ერთად.
პოლიტიკური კარიერა
2002 წლის ნოემბერში იყო პოლიტიკური პარტია გაერთიანებული დემოკრატების ხაშურის ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილედ. 2004 წლის მარტიდან ამავე წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 2005 წლის მარტიდან 2008 წლის ნოემბრამდე წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2008 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის სექტემბრამდე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
2015 წლის 25 მაისს გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 9 თებერვალი
- დაბადებული 1974
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისში დაბადებულები
- ხაჩიძეები
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები