გიორგი ოჩიაური
გოგი ოჩიაური | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
სრული სახელი | გიორგი ოჩიაური |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მოქანდაკე, მხატვარი |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | თარგი:სსრკ სახელმწიფო პრემია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ესკიზის შექმნის შეცდომა: |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გიორგი (გოგი) ოჩიაური (დ. 10 იანვარი, 1927, ახიელი ან შუაფხო, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 2017) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1980), პროფესორი (1982-იდან). საქართველოს 1-ელი (1990–1991) და მე-8 (2012–2015) მოწვევის პარლამენტის წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. 1962–1978 წლებში იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული ოსტატობა, მეტყველი, გამომსახველობითი პლასტიკა, ფორმის კარგი გრძნობა, სახეთა ფსიქოლოგიური სიღრმე, პოეტური განწყობილება.
არის ავტორი ნამუშევრებისა: მელიტას პორტრეტი (1955, ტერაკოტა, თბილისის სამხატვრო გალერეა), მეუღლის პორტრეტი (1962; ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), თბილისის ქორწინების სახლის ფასადის ბარელიეფი „შენ ხარ ვენახი“ (ქვა, 1964), სკულპტურული კომპოზიცია „ზღვა“ (კურორტ ბიჭვინთის მთავარი შესასვლელის გაფორმება, ქვა, 1970), ვაჟა-ფშაველას მონუმენტი თბილისში (1953, ბრინჯაო), „სიცოცხლის ხე“ (ლითონი, 1977, ტექსელი, ნიდერლანდები), „აჯანყებული“ (ბრინჯაო, 1981, ლანჩხუთი), „მადლიერი დედა“ (გამარჯვების პარკის მემორიალი, ნაჭედი, სპილენძი, 1981, ახლანდ. ვაკის პარკი, თბილისი), მემორიალური კომპლექსი „რექვიემი“ (ბრინჯაო, 1981-1985, გამარჯვების პარკი, დღეს გორში); ალეგორიური ქანდაკებები: „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); გრაფიკა: ვაჟა-ფშაველას ლექსების „ახალგაზრდა პოეტებს“, „იას უთხარით ტურფასა“ (1961) ილუსტრაციები.
არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორია სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
გარდაიცვალა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში.[1] დარჩა მეუღლე და შვილები. მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.
ჯილდოები
- 1980: საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
- 1986: ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1988: სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1998: „წლის საუკეთესო ადამიანი“(აშშ)
- 2001: ჩარგლის საპატიო მოქალაქე
- 2005: ღირსების ორდენი
- 2012: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
ლიტერატურა
- ქარუმიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 623.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი ოჩიაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ოჩიაური საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ გარდაიცვალა მოქანდაკე გიორგი ოჩიაური. „რადიო თავისუფლება“. 18.10.2017
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები თარგი:საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 10 იანვარი
- დაბადებული 1927
- გარდაცვლილი 18 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 2017
- ქართველი მხატვრები
- ქართველი მოქანდაკეები
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- დუშეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ოჩიაურები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- ჩარგლის საპატიო მოქალაქეები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვრები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები