შინაარსზე გადასვლა

გოდერძის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხულოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2025 
ქედი არსიანის ქედი
გამავალი გზა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა
ამგებელი ქანები ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყება
ფლორა სუბალპური მდელოები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:Nobr

გოდერძის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.

გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.

2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი გაიხსნა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 7 დეკემბერი 2015, ციტირების თარიღი 12 ნოემბერი 2021.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted