გუდალეთის წმინდა მარიამის ეკლესია
იერსახე
გუდალეთის წმინდა მარიამის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ხოკერაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომისა. ნაგებია რიყის ქვით, შემორჩენილია ნანგრევები. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.