დავით მესხი
დავით მესხი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დავით სიმონის ძე მესხი (დ. 26 იანვარი, 1860, ქ. ქუთაისი — გ. 26 დეკემბერი, 1943, სოფ. რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი.
ბიოგრაფია
დავითმა ლათინური ენის პედაგოგთან უსიამოვნების გამო ქუთაისის გიმნაზია ვერ დაამთავრა. 1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ „დროების“ რედაქციაში თავის ძმასთან სერგეი მესხთან. 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „შრომას“, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები: „სიკოია დენშჩიკი“, „სუსტი მხარე“, „მედეა“, ორგინალური კომედია „გემრიელი ლუკმა“ და სხვა. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაბეჭდილი მისი „მოგონებანი“ ცალკე წიგნად გამოიცა 1940 წელს.
ბიბლიოგრაფია
- იმერული სცენები „გასართობი“ : პროზა და ლექსი. - ქუთაისი, ვ. ბეჟანეიშვილის გამოცემა, 1902. - 54გვ.
- გასართობი იმერული სცენები პროზათ და ლექსათ. - ქუთაისი, ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ., 1900. - 44გვ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 602.
- ეფემია მესხი: მოგონებები, სტატიები და წერილები მსახიობისა / შემდგ. შეს. სტატია და შენიშვნები მაყვალა ცხომარიასი. - თბ. : ხელოვნება, 1957