შინაარსზე გადასვლა

დენიელ სტარიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დანიელ სტარიჯი (ინგლ. Daniel Andre Sturridge; დ. 1 სექტემბერი, 1989) — ინგლისელი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

საკლუბო კარიერა

დანიელის კარიერა ადგილობრივი გუნდის — „ასტონ ვილას“ საბავშვო აკადემიაში დაიწყო. 2003 წელს სტარიჯმა თამაში „მანჩესტერ სიტის“ სკოლაში განაგრძო. 2007 წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ამავე კლუბთან. იმავე წელს შედგა მისი დებიუტიც პრემიერლიგაში.

2009 წელს დანიელი „ჩელსიმ“ შეიძინა, სადაც მან 4 წელი გაატარა (2011–12 იჯარით „ბოლტონში“). 2013 წლის ზამთარში სტარიჯმა „ჩელსი“ დატოვა და „ლივერპულს“ შეუერთდა £12 მილიონის სანაცვლოდ.

სანაკრებო კარიერა

სტარიჯი ინგლისის ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ინგლისი
ინგლისის დროშა
2011 1 0
2012 3 0
2013 5 2
2014 7 3
2016 9 3
2017 1 0
ჯამში 26 8

მიღწევები

ინგლისის დროშა ჩელსი
ინგლისის დროშა ლივერპული

რესურსები ინტერნეტში