შინაარსზე გადასვლა

დიდი ალათემურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალათემურის ბაზილიკა
ფაილი:დიდი ალათემურის ეკლესია.jpg
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი კახი
ადგილმდებარეობა სოფ. დიდი ალათემური.
ფუნქციური სტატუსი ნანგრევები
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება IX-XI სს.

დიდი ალათემურის ბაზილიკა — აწ უკვე ნანგრევების სახით შემორჩენილი ბაზილიკური ეკლესია ისტორიულ საინგილოში, ქართულ სოფელ დიდ ალათემურში (იგ. ბინა, დიდბინა, დიდი ბინა), რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში, სხვა ქართული სოფლის - მეშებაშის მეზობლად მდებარეობს. შენობის ნაშთები ჩამალულია თხილნარებში. საყდარი IX-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

ტაძრის აღდგენას ითხოვს სოფლის 900-კომლიანი მოსახლეობა, რომელთაც ძირითადად ქრისტიანი ინგილოები შეადგენენ, რადგან მათ წირვაზე დასასწრებად კახის მოქმედ ტაძარში უხდებათ წასვლა. რესტავრაციისათვის საჭირო თანხის ნაწილის გამონახვას სოფელი თავადვე აპირებს, თუმცა სამუშაოების დაწყებისათვის საჭირო ნებართვას არ იძლევა აზერბაიჯანის სათანადო უწყება.

რესურსები ინტერნეტში