შინაარსზე გადასვლა

დიდი მწვანე ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი მწვანე ველი“
ფაილი:დიდი მწვანე ველი.jpg
დამდგმელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილი
როლებში დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე
კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი
ხმის ოპერატორი რეფიელ კეზელი
ოპერატორი გიორგი გერსამია
მონტაჟი ჯულიეტა წოწონავა
მხატვარი ვასილ არაბიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ

დიდი მწვანე ველი — რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი. გამოვიდა 1967 წელს.

ფილმში მოთხრობილია მწყემს სოსანას ამბავი, რომელიც სოფლიდან ცოლ-შვილს ველზე ჩამოიყვანს, სადაც ნახირს მწყემსავს. მაგრამ ველზე ნავთობის ჭაბურღილის აღმოჩენის შემდეგ სოსანას ცხოვრებაში ყველაფერი ირევა.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს დოდო აბაშიძე.

ჯილდოები

ფილმმა მიიღო დიპლომი საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის და მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის 1968 წლის ერევნის კინოფესტივალზე.

რესურსები ინტერნეტში