შინაარსზე გადასვლა

ეგვიპტური რიცხვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგვიპტური რიცხვები – რიცხვთა სისტემა, რომელსაც ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ. სისტემა ათობითი იყო და იეროგლიფებით იწერებოდა. ისინი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე შეიქმნა და ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნემდე გამოიყენებოდა. ეგვიპტურ ციფრებში არ იყო 0-ის აღმნიშვნელი ნიშანი.

ციფრები და რიცხვები

შემდეგი იეროგლიფები გამოიყენებოდა ათის ხარისხების გამოსახატავად:

მნიშვნელობა 1 10 100 1,000 10,000 100,000 1 მილიონი, ან
უსასრულობა
იეროგლიფი <hiero>Z1</hiero> <hiero>V20</hiero> <hiero>V1</hiero> <hiero>M12</hiero> <hiero>D50</hiero> <hiero>I8</hiero>
ან
<hiero>I7</hiero>
<hiero>C11</hiero>
აღწერა ერთი ხაზი ნახირის უღელი თოკის გრეხილი წყლის ლილია
(ლოტოსი)
თითი თავკომბალა კაცი აწეული ხელებით

მრავალჯერადი რიცხვები გამოიხატებოდა ამ ნიშნების განმეორებით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იყო. მაგ., ქვის კარნაკი უჩვენებს რიცხვს 4622 ამგვარად:

<hiero>M12-M12-M12-M12-!-V1*V1*V1:V1*V1*V1-!-V20-V20-Z1-Z1</hiero>

ეგვიპტური იეროგლიფები შეიძლება დაიწეროს ორივე მიმართულებით (ასევე ვერტიკალურადაც).

შეკრება და გამოკლება

მიმატების და გამოკლების აღსანიშნავად გამოიყენებოდა: <hiero>D54-და-D55</hiero> ნიშნები. თუ ფეხი მიმართული იყო ნაწერის მიმართულებით აღნიშნავდა შეკრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკლებას.[1]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cajori, Florian [1929] (1993). A History of Mathematical Notations. Dover Publications, გვ. pp. 229–230. ISBN 0-486-67766-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted