ეკატერინბურგის ქრისტეს შობის ეკლესია
ეკატერინბურგის ქრისტეს შობის ეკლესია | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსეთი |
პროვინცია | სვერდლოვსკის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ეკატერინბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XX საუკუნე |
ეკატერინბურგის ქრისტეს შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Христова) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ეკლესია შენდებოდა 1996-2000 წლებში. ეკლესია არის პირველი, რომელიც აშენდა ეკატერინბურგში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.
ისტორია
ეკატერინბურგის ქრისტეს შობის ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1996 წლის 30 სექტემბერს. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და მისი გახსნა შედგა 1999 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე.
2000 წლის 19 სექტემბერს ქრისტიანობის 2000 წლისთავთან დაკავშირებით ტაძარში აღმართეს მიქაელ მთავარანგელოზის ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის სიმაღლეც არის 2,5 მეტრი წონა კი სულ 2 ტონა. ქანდაკება ჩამოასხეს ურალის მანქანათმშენებელ ქარხანაში. 2000 წლის 23 სექტემბერს ქანდაკება აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ[1].
თანამედროვე ეტაპზე ქრისტესშობის ეკლესიის მრევლი ეკატერინბურგის ეპარქიაში ყველაზე დიდია. მის შემადგენლობაში შედის ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ინვალიდებისა და მოხუცთა თავშესაფრის მოსახელობა, ინვალიდი ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი „Пеликан“, ბავშვთა სახლი „Гнездышко“, ურალმაშის რაიონის საავადმყოფოს დანაყოფი, სკოლები, სასწავლებლები, სამხედრო ნაწილი.
ამ ეკლესიასთან ერთად მართლმადიდებლურმა თემმა ააშენა ეკატერინბურგის სამების ეკლესია, ეკატერინბურგის ქსენია პეტერბურგელის ტაძარი მატრონა მოსკოველის სახელობის ტაძარი, სერგი რადონეჟელისა და ელისაბედის სახელობის ტაძარი[2].
ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ვლადიმირ ზიაზევი.
გალერეა
სქოლიო
- ↑ Начался первый визит Алексия II на Урал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-05-16. ციტირების თარიღი: 2018-06-04.
- ↑ Православная Газета. 13 апреля от Уралмаша до Шарташа пройдет Крестный ход с мироточивой иконой.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-20. ციტირების თარიღი: 2018-06-04.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted