ემილი ბლანტი
ემილი ბლანტი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ემილი ბლანტი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ემილი ოლივია ლორა ბლანტი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1989 — დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ემილი ოლივია ლორა ბლანტი (ინგლ. Emily Olivia Laura Blunt; დ. 23 თებერვალი, 1983) — ოქროს გლობუსის მფლობელი ინგლისელი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“. მან მოიპოვა ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა ქალმა მსახიობმა, BBC-ის ტელე-ფილმისათვის „გიდეონის ქალიშვილი“ და ამავე დაჯილდოების ცერემონიალზე იყო ნომინირებული ფილმისათვის „ეშმაკი ატარებს პრადას“.
ბიოგრაფია
ემილი ბლანტი არის როჰამპტონიდან (ლონდონი, ინგლისი). ის ერთ-ერთია ოთხი დედმამიშვილიდან, რომლებიც ადვოკატი მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში დაიბადნენ. მისი ბიძა არის კრისპინ ბლანტი, კონსერვატორი, პარლამენტის წევრი. 16 წლის ასაკში ბლანტმა ჩააბარა ექვსწლიან კოლეჯში — ჰარტვუდ ჰაუსში, რომელიც ცნობილია თავისი ხელოვნებისათვის მზადების პროგრამებით. სწორედ ამ კოლეჯში მოხიბლა მან ერთ-ერთი აგენტი.
ემილი ცხოვრობს ლონდონსა და ვანკუვერში. ის თავის მეგობარ ბიჭთან, კანადელ მომღერალ მაიკლ ბუბლეისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ის პირველად მელბურნში, ავსტრალიის სატელევიზიო დაჯილდოებაზე შეხვდა 2005 წელს. როცა ისინი შეხვდნენ მაიკლს ბლანტი სატელევიზიო პროდიუსერი ეგონა. მოგვიანებით ემილიმ ბეკ-ვოკალი ჩაწერა ბილი პოლის სიმღერის „Me and Mrs. Jones“-ის მაიკლისეული ქავერ-ვერსიისათვის, რომელიც შევიდა ალბომში სახელწოდებით „Call Me Irresponsible“.
ფილმოგრაფია
ესკიზის შექმნის შეცდომა: | მოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2003 | ს | ჰენრი VIII | Henry VIII | კათრინ ჰოვარდი |
2004 | ფ | ჩემი სიყვარულის ზაფხული | My Summer of Love | ტამსინი |
2005 | ტფ | გიდეონის ქალიშვილი | Gideon's Daughter | ნატაშა |
2006 | ფ | ეშმაკი ატარებს პრადას | The Devil Wears Prada | ემილი ჩარლტონი |
2007 | ფ | ჩარლი უილსონის ომი | Charlie Wilson's War | ჯეინ ლიდი |
2009 | ფ | ახალგაზრდა ვიქტორია | The Young Victoria | დედოფალი ვიქტორია |
2011 | ფ | რეგულირების ბიურო | The Adjustment Bureau | ელის სელასი |
2011 | ფ | მაპეტები | The Muppets | კამეო |
2012 | ფ | ორაგულზე თევზაობა იემენში | Salmon Fishing in the Yemen | ჰარიეტი |
2013 | ფ | არტურ ნიუმენი | Arthur Newman | შარლოტ ფიცჯერალდი |
2014 | ფ | ხვალინდელი დღის კიდეზე | Edge of Tomorrow | რიტა ვრატასკი |
2014 | ფ | ტყეში | Into the Woods | მცხობელის ცოლი |
რესურსები ინტერნეტში
- ემილი ბლანტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მსახიობის ინტერვიუ ჟურნალ Empire-სთვის
- ემილი ბლანტის რუსული ფან-საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted