ენჰანსერი (გენეტიკა)
ენჰანსერი (ინგლ. enhancer — გამაძლიერებელი) — დნმ-ის მცირე უბანი, რომელსაც შეუძლია ტრანსკრიფციის ფაქტორებთან დაკავშირება და ამგვარად გენის ან გენების ჯგუფის ტრანსკრიფციის დონის გაზრდა. აუცილებელი არ არის ენჰანსერი უშუალო სიახლოვეში იყოს გენებთან, რომლებზეც იგი მოქმედებს. უფრო მეტიც, აუცილებელი არ არის, გენები და მათზე მოქმედი ენჰანსერი ერთ ქრომოსომაში იყოს. ეუკარიოტულ უჯრედებში ქრომატინული კომპლექსის სტრუქტურა ფუნქციურად ჰგავს პროკარიოტების ზესპირალიზებული დნმ-ს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ენჰანსერი დაშორებულია იმ გენებს, რომლებზეც იგი მოქმედებს, ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის მიხედვით, გეომეტრიულად იგი იმყოფება პრომოტორისა და გენების მახლობლად. ენჰანსერისთვის აგრეთვე სულაც არ არის აუცილებელი ტრანსკრიფციის ინიციაციის საიტის მახლობლად განლაგება, რათა მის დონეზე გავლენა იქონიოს. ენჰანსერები პრომოტორებზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, ისინი მოქმედებენ ირიბად, ცილა-აქტივატორების მეშვეობით. კომპლექს-მედიატორთან ურთიერთქმედებისას ისინი ააქტიურებენ რნმ-პოლიმერაზა II-სა და ტრანსკრიფციის ფაქტორებს, რაც იწვევს გენების ტრანსკრიბირებას. ენჰანსერები აგრეთვე შეიძლება მდებარეობდეს ინტრონების შიგნით.
რესურსები ინტერნეტში
- HACNS1: Gene enhancer in evolution of human opposable thumb
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted