ერის ტბა
ერის ტბა | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ერის ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ![]() ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 173 მ |
სიგრძე | 388 კმ |
სიგანე | 92 კმ |
ფართობი | 25 700 კმ² |
მოცულობა | 480 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 1370 კმ |
საშუალო სიღრმე | 19 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
ჩამდინარე მდინარეები | დეტროიტი |
გამომდინარე მდინარე | ნიაგარა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ერის ტბა (ინგლ. Lake Erie) — ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი ტბების სისტემაში. ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნის კანადას, სამხრეთი — აშშ-ს. მდებარეობს ზღვის დონიდან 173 მ სიმაღლეზე. ფართობი 25 700 კმ². მაქსიმალური სიღრმე 64 მ. ნაპირები მაღალია, სუსტად დანაწევრებული, ტბას ერთვის მდინარე დეტროიტი, გამოედინება მდინარე ნიაგარა. სანაოსნოა. გადაჭიმულია დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 388 კილომეტრზე, სიგანე 92 კილომეტრი. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის მრავალრიცხოვანი კუნძულები. დეკემბრიდან დაწყებული მარტისა და აპრილის ჩათვლით ტბის სანაპირო ნაწილი იყინება. უელენდის არხით შეერთებულია ონტარიოს ტბასთან. მთავარი ნავსადგურებია: ტოლიდო, ბუფალო, კლივლენდი (აშშ), პორტ-კოლბორნი (კანადა).
ტბას სახელი ეწოდა მის სანაპიროზე მცხოვრები ერთ-ერთი ტომის მიხედვით.
1960-1970 წლებში განიცადა წყლის ხარისხის ცვლილება, რაც წყალში ფოსფორიტების დონის მატებასთან და ფსკერულ დანალექებთან იყო დაკავშირებული. წყალმცენარეების გახრწნამ ხელი შეუწყო ტბაში მკვდარი ზონების გაფართოებას. წყალმცენარეების გახრწნილი მასები და დაბინძურებული სანაპირო ხაზები გახდა საბაბი იმისა, რომ ერის ტბის დიდი ნაწილი „მკვდარ ზონად“ გამოაცხადეს. კანადა-აშშ-ის შეთანხმებამ (1972) შესამჩნევად შეამცირა გადმოცლა და ფოსფორიტების ჩადენა ტბაში.
1813 წლის 10 სექტემბერს ერის ტბასთან გაიმართა ბრძოლა ინგლისურ ფლოტილიასა და ამერიკულ ესკადრას შორის. მთელი ბრიტანული ფლოტილია განადგურდა, მოკვდა ან დაიჭრა 134 ადამიანი. ამერიკელებმა დაკარგეს 27 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 96. ინგლისელები იძულებულნი გახდნენ დაეტოვათ დეტროიტი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ერის ტბა“ ვიკისაწყობში.
- ერის ტბა — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ერის ტბა — ინფორმაცია (რუსული)