ვაშინგტონის მონუმენტი
ვაშინგტონის მონუმენტი Washington Monument | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მდებარეობა | ეროვნული ხეივანი, ვაშინგტონი |
სიმაღლე | 169,046 მ |
დაწყების თარიღი | 6 დეკემბერი, 1844 |
დასრულების თარიღი | 21 თებერვალი, 1885 |
მიძღვნილია | ჯორჯ ვაშინგტონი |
ვაშინგტონის მონუმენტი ინგლ. Washington Monument) — აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკი,[1] რომლის სიმაღლე 169 მეტრია და ნაშენებია მარმარილოსა და გრანიტისგან. მდებარეობს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.
მშენებლობა დაიწყო 1848 წელს. 1854-1877 წლებში სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილი იყო სახსრების უქონლობის გამო. მონუმენტზე მუშაობა დასრულდა 1884 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1888 წლის 21 თებერვალს[2] და იმ დროში იქცა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად, რომელმაც სიმაღლეში გაუსწრო კელნის საკათედრო ტაძარს. მაგრამ ეს ტიტული ჩამოერთვა 1899 წელს, მას შემდეგ რაც აშენდა ეიფელის კოშკი პარიზში, საფრანგეთში.
მონუმენტი 2011 წლის ვირჯიინიის მიწისძვრის[3] და ქარიშხალი აირინის გამოჩენის დროს დაზიანდა. შედეგად დაიწყო მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიხურა პუბლიკისთვის.[4] 32 თვიანი სამუშაოების შემდეგ, 2014 წლის 12 მაისს მონუმენტი მნახველთათვის კვლავ ხელმისაწვდომი შეიქმნა.[5][6][7]
2016 წლის სექტემბერში მონუმენტი ისევ დაიხურა ლიფტის სისტემის გასაახლებლად.[8] 2016 წლის 2 დეკემბერს, აშშ-ის ნაციონალური პარკების სამსახურის განცხადებით, მონუმენტი 2019 წლამდე დახურული იქნება. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2-დან 3 მილიონამდე აშშ დოლარს.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვაშინგტონის მონუმენტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ვაშინგტონის მონუმენტი
სქოლიო
- ↑ Wunsch, Aaron V. (1994). Historic American Buildings Survey, Washington Monument, HABS DC-428 (text). National Park Service.
- ↑ Washington Monument. National Park Service (27 დეკემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2006.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ "Washington Monument Remains Closed Indefinitely." ''Associated Press.''. Photoblog.msnbc.msn.com (23 აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2013.
- ↑ Washington Monument reopening. National Park Service. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Washington Monument reopens after quake repairs. CNN.com (23 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted