ვენესუელის შტატები
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Venezuela_Division_Politica_Territorial_ka.svg/langka-400px-Venezuela_Division_Politica_Territorial_ka.svg.png)
ვენესუელა იყოფა 23 შტატად (estados), 1 ფედერალურ ოლქად (Distrito Capital) და ფედერალურ სამფლობელოებად (Dependencias Federales) რომელიც მოიცავს ვენესუელის მრავალრიცხოვან კუნძულებს. ვენესუელა ასევე პრეტენზიას აცხადებს გაიანა-ესეკიბას ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ სახელმწიფო გაიანას 6 რაიონს.
ისტორიული შტატები
ფედერალურ ომამდე (1859–1863), ვენესუელა იყოფოდა პროვინციებად. გამარჯვებული ძალები თითოეული შტატისთვის უფრო მეტი ავტონომიის მიცემას ფიქრობდნენ, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
1863 წლიდან ადრეულ 1900-იან წლებამდე ქვეყანაში მრავალი ტერიტორიული ცვლილება მოხდა, მათ შორის იყო შტატების გამსხვილება თუ დაყოფა, მაგრამ ამ პერიოდიდან 1990-იან წლებამდე შტატების საზღვრები უცვლელი რჩებოდა. ბოლო წლებში შეიქმნა რამდენიმე ახალი შტატი: დელტა-ამაკურო, ამასონასი და ვარგასი.
შტატები
მოცემულია ვენესუელის 23 შტატი. მათთან ერთად ცხრილში განთავსებულია მათი სიმბოლოები, მონაცემები და მდებარეობა.
სპეციალური სტატუსის არეალები
დროშა | გერბი | არეალი | დედაქალაქი | მოსახლეობა (2007 სავარ.) | ფართობი | მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: | ფაილი:Coat of arms of Caracas.svg | ფედერალური ოლქი | კარაკასი | 2 085 500 | 433 კმ² | ესკიზის შექმნის შეცდომა: |
ფაილი:Federal dependencies of Venezuela's Flag.svg | ფედერალური სამფლობელოები | ლოს-როკესი | 15 420 | 342 კმ² | ფაილი:Federal Dependencies in Venezuela (special marker).svg |
სახელები
ზოგიერთ შტატს სახელი მიღებული აქვს ისტორიული ფიგურების პატივსაცემად:
- ანსოატეგი — ხოსე ანტონიო ანსოატეგი
- ბოლივარი — სიმონ ბოლივარი
- ფალკონი — ხუან კრისოსტომო ფალკონი
- ლარა — ხასინტო ლარა
- მირანდა — ფრანსისკო მირანდა
- მონაგასი — ხოსე ტადეო მონაგასი და ხოსე გრეგორიო მონაგასი
- სუკრე — ანტონიო ხოსე დე სუკრე
- ვარგასი — ხოსე მარია ვარგასი
ზოგიერთ შტატს სახელი მიღებული აქვს ბუნებრივი მახასაითებლებისგან:
- ამასონასი — მდინარე ამაზონი
- აპურე — მდინარე აპურე
- არაგუა — მდინარე არაგუა
- ბარინასი — მდინარე ბარინასი
- კოხედესი — მდინარე კოხედესი
- დელტა-ამაკურო — მდინარე ამაკუროს დელტა
- გუარიკო — მდინარე გუარიკო
- პორტუგესა — მდინარე პორტუგესა
- ტაჩირა — მდინარე ტაჩირა
- იარაკუი — მდინარე იარაკუი
სხვა სახელთა წარმომავლობა
- კარაბობო — სახელი ეწოდა ეთნიკური სოფლისგან.
- კარაკასი — სახელი ეწოდა ადგილობრივთა ჯგუფ კარაკასისაგან.
- მერიდა — დედაქალაქ მერიდასგან, რომელმაც თავისმხრივ სახელი ესპანეთის ქალკაქ მერიდასგან მიიღო.
- ნუევა-ესპარტა (ახალი სპარტა) — სახელი ეწოდა ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში მისი მოსახლეობის მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო, რასაც ძველბერძენი სპარტელი მეომრების სიმამაცეს ადარებენ.
- ტრუხილიო — დედაქალაქ ტრუხილიოსგან
- სულია — მომდინარეობს ჩიბჩას ხალხის ენის ვოკალური ტრანსლიტერაციისგან, ამ სახელს ისინი ეგზოტიკურ, ლურჯყვავილებიან მცენარეს უწოდებდნენ (Lobelia erinus)
რესურსები ინტერნეტში
- CityMayors feature
- სამთავრობო საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|