ვეს კავკაზი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ვეს კავკაზ)
„ვეს კავკაზ“ (რუს. Весь Кавказ, „მთელი კავკასია“) — ილუსტრირებული კრებული. ერთადერთი ნომერი გამოვიდა თბილისში 1903 წელს. მიძღვნილი იყო კავკასიელ ხალხთა (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები) კულტურულ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებისადმი. კრებული იყოფა 11 განყოფილებად (ქრონოლოგია, ადმინისტრაცია, გეოგრაფია, ისტორია, ეთნოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, სამთო საქმე, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 381.