შინაარსზე გადასვლა

ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიტ ჯორჯია (თბილისი))
ვიტ ჯორჯია
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
მეტსახელი ვეტერინარები
დაარსდა 1997
სტადიონი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 2000)
პრეზიდენტი ესკიზის შექმნის შეცდომა: გურამ რუხაძე
მწვრთნელი ესკიზის შექმნის შეცდომა: გოჩა ერაძე
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2023 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1997 წლის ბოლოს, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.

კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).

Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.

კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.

ისტორია

თბილისური საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1997 წლის ბოლოს ქართველი ბიზნესმენის, მეცნიერის და დოქტორის გურამ რუხაძის მიერ. ვიტ ჯორჯიამ 1997–1998 წლების სეზონის შუა წელში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „მორკინალი“ ჩაანაცვლა.

ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა — სადებიუტო სეზონში, 16 გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის ბეითარს შეხვდა, შინ შეხვედრა 0-3 დათმო, ხოლო იერუსალიმში ფრედ 1-1 დასრულდა, ვიტელთაგან პირველი ევროპული გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა შეხვედრის 66’ წუთზე. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია სისტემატიურად გადიოდა ევროტურნირებზე.

2003–2004 წლების სეზონზე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა — გადამწყვეტ ოქროს მატჩში ბოლონისის სიონს სძლია, ანგარიშით 2:0 — გოლები რევაზ გოცირიძემ და ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანეს რის შემდეგაც ვიტ ჯორჯია პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის გამარჯვებულ თორშჰაუნის ჰავნარ ბოლტფელაგს დაუპირისპირდა, ორი მატჩის ჯამში ვეტერინარებმა 5:3 მოიგეს. შემდეგ ეტაპზე კრაკოვის ვისუას შეხვდა სადაც ორი მატჩის ჯამში 2:11 დამარცხდა.

2007–2008 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია ნესტორ მუმლაძის თავკაცობით მეორე ადგილზე გავიდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე 2:2, ხოლო შინ 1:0 ანგარიშებით სლოვაკური სპარტაკ ტრანვას ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს, ანგარიშით 2:0

უმაღლესი ლიგის 2008–2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, ორი მატჩის ჯამში სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა, ანგარიშით 1:3

2009 წლის 17 დეკემბერს ვიტ ჯორჯიამ სუპერთასის მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა. მალევე 2010 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, მეტოქე მაშინაც თანაქალაქელი დინამო იყო.

2014–2015 წლების სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ დატოვა უმაღლესი ლიგა, შემდეგ სეზონზე პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვიტ ჯორჯიას არ მიეცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, შემდეგი სეზონი კი გარდამავლი სისტემით ჩატარდა, რის გამოც კვლავ ვერ მოხერხდა მთავარ ლიგაში დაბრუნება.

2018 წლის სეზონში ვიტ ჯორჯია დაბრუნდა აწ უკვე სახელ შეცვლილ ეროვნულ ლიგაში, ამ დროს გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.

2019 წლის სეზონზე ვიტ ჯორჯია ბოლო მეათე ადგილზე გავიდა, რის გამოც მეორედ მოუწია საფეხბურთო ელიტის დატოვება, შემდეგ სეზონში კი პლეი-ოფის მატჩის შედეგად მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

სტადიონი

პირველ წლებში ვიტ ჯორჯია მცხეთაში, „არმაზის“ სტადიონზე თამაშობდა. 2003–2004 წლების საჩემპიონო სეზონი თბილისში, ნავთლუღში მდებარე „შევარდენის“ სტადიონზე გაატარა, ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია დაუბრუნდა მცხეთას ვიდრე 2008–2009 წლების სეზონის დაწყების წინ არ მოუწია გორის თენგიზ ბურჯანიძის სტადიონზე გადაბარგება. შემდგომ 2009–2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე იღებდა მეტოქეებს, 2010–2011 წლის სეზონების ბოლო მატჩებს თბილისში თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო შემდეგი სეზონიდან კვლავ დაბრუნდა მცხეთაში, სახელშეცვლილ „მცხეთა პარკზე“, სადაც უეფას პროგრამა ჰეთთრიკის ფარგლებში ხელოვნური საფარი დაიგო. განახლებულ სტადიონზე ვიტ ჯორჯიამ გორის დილა მიიღო და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4:3. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ 7 წელი გაატარა, ხოლო 2019 წლის სეზონს საშინაო არენა ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენა იყო. გუნდი 2020 წლის სეზონზე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მართავდა, ხოლო მეორე გუნდი — "მცხეთა პარკზე".

ტიტულები

ეკიპირება

ფაილი:ვიტ ჯორჯიის სათამაშო ეკიპირება.jpeg

ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT

2016 წლიდან იტალიური Erreà

შემადგენლობა 2021

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
25 მეკარე თარგი:Fba/core გურამ ჩიკაშუა
5 მცველი თარგი:Fba/core ანდრო ნემსაძე
16 მცველი თარგი:Fba/core შოთა ავლოხაშვილი
23 მცველი თარგი:Fba/core ზვიად ნაჭყებია
24 მცველი თარგი:Fba/core ვასილ ქისიევი
28 მცველი თარგი:Fba/core ზურაბ სეხნიაშვილი (კაპიტანი)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
6 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ბექა აშორდია
14 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ირაკლი ზარიძე
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ნიკოლოზ აბულაძე
30 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლაშა ნანობაშვილი
21 თავდამსხმელი თარგი:Fba/core თორნიკე მუზაშვილი
29 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ბექა გუგბერიძე

ევროთასები

სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი სახლი გასვლა
2000–01 უეფას თასი QR ისრაელის დროშა ბეითარი 0:3 1:1
2001 ინტერტოტოს თასი 1R ესკიზის შექმნის შეცდომა: რიდი 1:0 1:2
2R ესკიზის შექმნის შეცდომა: ტროა 1:1 0:6
2002 ინტერტოტოს თასი 1R ბელგიის დროშა ლოკერნი 3:2 1:3
2003 ინტერტოტოს თასი 1R ესკიზის შექმნის შეცდომა: იუნიორსი 2:1 0:1
2004–05 ჩემპიონთა ლიგა 1QR ესკიზის შექმნის შეცდომა: ჰბ 5:0 0:3
2QR პოლონეთის დროშა ვისლა 2:8 0:3
2005 ინტერტოტოს თასი 1R უნგრეთის დროშა ლომბარდ პაპა 0:1 1:2
2006–07 უეფას თასი 1QR სლოვაკეთის დროშა არტმედია 2:1 0:2
2008–09 უეფას თასი 1QR სლოვაკეთის დროშა სპარტაკ ტრნავა 1:0 2:2
2QR ესკიზის შექმნის შეცდომა: აუსტრია X 0:2
2009–10 ჩემპიონთა ლიგა 1QR ესკიზის შექმნის შეცდომა: მარიბორი 0:0 1:3
2010–11 ევროპის ლიგა 1QR ჩეხეთის დროშა ბანიკი 0:6 0:0

ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 ვანო კურდღელაშვილი ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 5
2013-14 გიორგი კორიფაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 8
2012-13 ბესიკ ჩიმაკაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 5
2011-12 ბესიკ ჩიმაკაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 7
2010-11 გიგა ბეჭვაია ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 7
2009-10 ვახტანგ კვარაცხელია ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 12
2008-09 ვახტანგ კვარაცხელია ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 11
2007-08 ნიკოლოზ გელაშვილი ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 7
2006-07 ზაზა სახოკია ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო ?
2005-06 ოთარ მარცვალაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო 14

ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2020 — ესკიზის შექმნის შეცდომა: გოჩა ერაძე
2020 ესკიზის შექმნის შეცდომა: დავით ქოქიაშვილი
2020 ესკიზის შექმნის შეცდომა: მერაბ კოჭლაშვილი
2019-2020 — ესკიზის შექმნის შეცდომა: ვლადიმერ ხაჩიძე
2017 — 2019 ესკიზის შექმნის შეცდომა: ლაშა ფირცხალაიშვილი
2015 — 2017 ესკიზის შექმნის შეცდომა: თენგიზ კობიაშვილი
2013 — 2015 ესკიზის შექმნის შეცდომა: ზურაბ ბერიძე
2012 — 2013 ესკიზის შექმნის შეცდომა: მერაბ კოჭლაშვილი
2011 — 2012 ესკიზის შექმნის შეცდომა: ზურაბ ბერიძე
2010 — 2011 ესკიზის შექმნის შეცდომა: მერაბ კოჭლაშვილი
2009 — 2010 ესკიზის შექმნის შეცდომა: გელა გომელაური 1 დავით ყიფიანის თასი 2010
2009 — 2009 ესკიზის შექმნის შეცდომა: მერაბ კოჭლაშვილი 1 სუპერთასი 2009
2005 — 2009 ესკიზის შექმნის შეცდომა: ნესტორ მუმლაძე 1 უმაღლესი ლიგა 2009
2005 — 2006 იტალიის დროშა ჯანი კარნევალი
2004 — 2005 ესკიზის შექმნის შეცდომა: მერაბ კოჭლაშვილი 1 უმაღლესი ლიგა 2004
2001 — 2003 ესკიზის შექმნის შეცდომა: ზურაბ ბერიძე
2002 — 2003 ესკიზის შექმნის შეცდომა: ჯანი კარნევალი
1999 — 2001 ესკიზის შექმნის შეცდომა: სერგო კოტრიკაძე
1997 — 1999 ესკიზის შექმნის შეცდომა: ელგუჯა გუგუშვილი

ცნობილი ფეხბურთელები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში