ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
ლოგო | ||||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ვეტერინარები | |||
დაარსდა | 1997 | |||
სტადიონი |
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 2000) | |||
პრეზიდენტი | საქართველოს დროშა გურამ რუხაძე | |||
მწვრთნელი | საქართველოს დროშა გოჩა ერაძე | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | |||
2023 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1997 წლის ბოლოს, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.
კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).
Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.
ისტორია
თბილისური საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1997 წლის ბოლოს ქართველი ბიზნესმენის, მეცნიერის და დოქტორის გურამ რუხაძის მიერ. ვიტ ჯორჯიამ 1997–1998 წლების სეზონის შუა წელში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „მორკინალი“ ჩაანაცვლა.
ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა — სადებიუტო სეზონში, 16 გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის ბეითარს შეხვდა, შინ შეხვედრა 0-3 დათმო, ხოლო იერუსალიმში ფრედ 1-1 დასრულდა, ვიტელთაგან პირველი ევროპული გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა შეხვედრის 66’ წუთზე. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია სისტემატიურად გადიოდა ევროტურნირებზე.
2003–2004 წლების სეზონზე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა — გადამწყვეტ ოქროს მატჩში ბოლონისის სიონს სძლია, ანგარიშით 2:0 — გოლები რევაზ გოცირიძემ და ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანეს რის შემდეგაც ვიტ ჯორჯია პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის გამარჯვებულ თორშჰაუნის ჰავნარ ბოლტფელაგს დაუპირისპირდა, ორი მატჩის ჯამში ვეტერინარებმა 5:3 მოიგეს. შემდეგ ეტაპზე კრაკოვის ვისუას შეხვდა სადაც ორი მატჩის ჯამში 2:11 დამარცხდა.
2007–2008 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია ნესტორ მუმლაძის თავკაცობით მეორე ადგილზე გავიდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე 2:2, ხოლო შინ 1:0 ანგარიშებით სლოვაკური სპარტაკ ტრანვას ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს, ანგარიშით 2:0
უმაღლესი ლიგის 2008–2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, ორი მატჩის ჯამში სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა, ანგარიშით 1:3
2009 წლის 17 დეკემბერს ვიტ ჯორჯიამ სუპერთასის მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა. მალევე 2010 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, მეტოქე მაშინაც თანაქალაქელი დინამო იყო.
2014–2015 წლების სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ დატოვა უმაღლესი ლიგა, შემდეგ სეზონზე პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვიტ ჯორჯიას არ მიეცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, შემდეგი სეზონი კი გარდამავლი სისტემით ჩატარდა, რის გამოც კვლავ ვერ მოხერხდა მთავარ ლიგაში დაბრუნება.
2018 წლის სეზონში ვიტ ჯორჯია დაბრუნდა აწ უკვე სახელ შეცვლილ ეროვნულ ლიგაში, ამ დროს გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.
2019 წლის სეზონზე ვიტ ჯორჯია ბოლო მეათე ადგილზე გავიდა, რის გამოც მეორედ მოუწია საფეხბურთო ელიტის დატოვება, შემდეგ სეზონში კი პლეი-ოფის მატჩის შედეგად მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
სტადიონი
პირველ წლებში ვიტ ჯორჯია მცხეთაში, „არმაზის“ სტადიონზე თამაშობდა. 2003–2004 წლების საჩემპიონო სეზონი თბილისში, ნავთლუღში მდებარე „შევარდენის“ სტადიონზე გაატარა, ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია დაუბრუნდა მცხეთას ვიდრე 2008–2009 წლების სეზონის დაწყების წინ არ მოუწია გორის თენგიზ ბურჯანიძის სტადიონზე გადაბარგება. შემდგომ 2009–2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე იღებდა მეტოქეებს, 2010–2011 წლის სეზონების ბოლო მატჩებს თბილისში თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო შემდეგი სეზონიდან კვლავ დაბრუნდა მცხეთაში, სახელშეცვლილ „მცხეთა პარკზე“, სადაც უეფას პროგრამა ჰეთთრიკის ფარგლებში ხელოვნური საფარი დაიგო. განახლებულ სტადიონზე ვიტ ჯორჯიამ გორის დილა მიიღო და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4:3. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ 7 წელი გაატარა, ხოლო 2019 წლის სეზონს საშინაო არენა ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენა იყო. გუნდი 2020 წლის სეზონზე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მართავდა, ხოლო მეორე გუნდი — "მცხეთა პარკზე".
ტიტულები
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული (1): 2009/2010.
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2008/2009
- ფინალისტი: 2009/2010
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1996/1997
ეკიპირება
ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT
2016 წლიდან იტალიური Erreà
შემადგენლობა 2021
<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
ევროთასები
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | სახლი | გასვლა |
---|---|---|---|---|---|---|
2000–01 | უეფას თასი | QR | ![]() |
ბეითარი | 0:3 | 1:1 |
2001 | ინტერტოტოს თასი | 1R | ავსტრიის დროშა | რიდი | 1:0 | 1:2 |
2R | საფრანგეთის დროშა | ტროა | 1:1 | 0:6 | ||
2002 | ინტერტოტოს თასი | 1R | ბელგიის დროშა | ლოკერნი | 3:2 | 1:3 |
2003 | ინტერტოტოს თასი | 1R | ავსტრიის დროშა | იუნიორსი | 2:1 | 0:1 |
2004–05 | ჩემპიონთა ლიგა | 1QR | ![]() |
ჰბ | 5:0 | 0:3 |
2QR | ![]() |
ვისლა | 2:8 | 0:3 | ||
2005 | ინტერტოტოს თასი | 1R | ![]() |
ლომბარდ პაპა | 0:1 | 1:2 |
2006–07 | უეფას თასი | 1QR | ესკიზის შექმნის შეცდომა: | არტმედია | 2:1 | 0:2 |
2008–09 | უეფას თასი | 1QR | ესკიზის შექმნის შეცდომა: | სპარტაკ ტრნავა | 1:0 | 2:2 |
2QR | ავსტრიის დროშა | აუსტრია | X | 0:2 | ||
2009–10 | ჩემპიონთა ლიგა | 1QR | ![]() |
მარიბორი | 0:0 | 1:3 |
2010–11 | ევროპის ლიგა | 1QR | ჩეხეთის დროშა | ბანიკი | 0:6 | 0:0 |
ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები
წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | ვანო კურდღელაშვილი | საქართველოს დროშასაქართველო | 5 |
2013-14 | გიორგი კორიფაძე | საქართველოს დროშასაქართველო | 8 |
2012-13 | ბესიკ ჩიმაკაძე | საქართველოს დროშასაქართველო | 5 |
2011-12 | ბესიკ ჩიმაკაძე | საქართველოს დროშასაქართველო | 7 |
2010-11 | გიგა ბეჭვაია | საქართველოს დროშასაქართველო | 7 |
2009-10 | ვახტანგ კვარაცხელია | საქართველოს დროშასაქართველო | 12 |
2008-09 | ვახტანგ კვარაცხელია | საქართველოს დროშასაქართველო | 11 |
2007-08 | ნიკოლოზ გელაშვილი | საქართველოს დროშასაქართველო | 7 |
2006-07 | ზაზა სახოკია | საქართველოს დროშასაქართველო | ? |
2005-06 | ოთარ მარცვალაძე | საქართველოს დროშასაქართველო | 14 |
ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები
პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2020 — | საქართველოს დროშა გოჩა ერაძე | ||
2020 | საქართველოს დროშა დავით ქოქიაშვილი | ||
2020 | საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი | ||
2019-2020 — | საქართველოს დროშა ვლადიმერ ხაჩიძე | ||
2017 — 2019 | საქართველოს დროშა ლაშა ფირცხალაიშვილი | ||
2015 — 2017 | საქართველოს დროშა თენგიზ კობიაშვილი | ||
2013 — 2015 | საქართველოს დროშა ზურაბ ბერიძე | ||
2012 — 2013 | საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი | ||
2011 — 2012 | საქართველოს დროშა ზურაბ ბერიძე | ||
2010 — 2011 | საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი | ||
2009 — 2010 | საქართველოს დროშა გელა გომელაური | 1 | დავით ყიფიანის თასი 2010 |
2009 — 2009 | საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი | 1 | სუპერთასი 2009 |
2005 — 2009 | საქართველოს დროშა ნესტორ მუმლაძე | 1 | უმაღლესი ლიგა 2009 |
2005 — 2006 | იტალიის დროშა ჯანი კარნევალი | ||
2004 — 2005 | საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი | 1 | უმაღლესი ლიგა 2004 |
2001 — 2003 | საქართველოს დროშა ზურაბ ბერიძე | ||
2002 — 2003 | იტალიის დროშა ჯანი კარნევალი | ||
1999 — 2001 | საქართველოს დროშა სერგო კოტრიკაძე | ||
1997 — 1999 | საქართველოს დროშა ელგუჯა გუგუშვილი |
ცნობილი ფეხბურთელები
- რევაზ გოცირიძე
- ვლადიმერ გოჩაშვილი
- ვახტანგ კვარაცხელია
- გიგა ბეჭვაია
- გიორგი დათუნაიშვილი
- ჯაბა ლიპარტია
- ირაკლი კლიმიაშვილი
- სანდრო იაშვილი
- ოთარ მარცვალაძე
- დავით იმედაშვილი
- ნიკოლოზ გელაშვილი
- დავით დიღმელაშვილი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
|